Home » მთავარი » “პატიმრის მდგომარეობა მძიმეა, მიხეილ იაშვილი სიცოცხლისთვის იბრძვის”

“პატიმრის მდგომარეობა მძიმეა, მიხეილ იაშვილი სიცოცხლისთვის იბრძვის”

N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და პატიმრის ოჯახმა აქცია გამართეს. ადვოკატი ამბობს, რომ პატიმარმა მიხეილ იაშვილმა ე.წ. ,,კუსაჭკა” გადაყლაპა, რადგან ექიმები მის ისედაც მძიმე მდგომარრობაში მყოფ ჯამრთელობას ყურადღებას არ აქცევდნენ და ყურადღების მიქცევის მიზნით მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეუქმნა და მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა.

-“მერამდენე შემთხვევაა, როცა ექიმები პატიმრებს ყურადღებას არ აქცევენ და ბედის ანაბარა ყავთ დატოვებული. მიხეილ იაშვილს თუ რამე მოუვიდა ვაფრთხილებ ციხის ადმინისტრაციას, რომ მათ კისერზე იქნება მისი სიცოცხლე. მოუწოდებ შესაბამის სამსახურს და სამინისტროს გააუმჯობესეთ ციხეში პატიმრების სამედიცინო მომსახურება და მიაქციეთ ყურადღება. დღესდღეობით მიხეილ იაშვილი სიცოცხლისთვის იბრძვის”-განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...