Home » მთავარი » “კონფრონტაციული ენა მიუღებელია, არ დაუშვათ ვითარების ესკალაცია”

“კონფრონტაციული ენა მიუღებელია, არ დაუშვათ ვითარების ესკალაცია”

საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და სოხიალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

-“საფრანგეთი მხარს უჭერს კარლ ჰარცელის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით :

« ვითარება ჩორჩანას გარშემო, მათ შორის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს შეიარაღებული სუბიექტების უშუალო სიახლოვე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღევანდელ შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა მიუღებელია. ჩვენ ველით, რომ ყველა მხარემ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს და გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა არ დაუშვას ვითარების ესკალაცია. »

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...