Home » მთავარი » “თეა მომიკითხეთ, წერტილ-მძიმე კარგად გადაამოწმოს გადაეცით…ყრილობა ჩავატარეთ”

“თეა მომიკითხეთ, წერტილ-მძიმე კარგად გადაამოწმოს გადაეცით…ყრილობა ჩავატარეთ”

F-news

გურამ ჩალაგაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი

„ქოცებო, ოქრუაშვილმა თქვენი სისხლიანი რეჟიმის დასამარება, დღეს მატროსოვიდან უკვე ოფიციალურად დაიწყო!

რამდენიმე თვის წინ, როცა პარტიისთვის მზადება დავიწყეთ ყველაფერი სხვანაირად იყო დაგეგმილი. უამრავი კითხვა ჩნდებოდა, როდის ჩატარდებოდა ყრილობა, ვინ იდგებოდა ოქრუაშვილის გვერდით და ა.შ.
დღეს ირაკლი ოქრუაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარია, მის გვერდით კი საღად მოაზროვნე, ოლიგარქზე მიუყიდავი ხალხი დგას.

ქოცებო, ვისაც მიგაჩნიათ, რომ 20-21 ივნისს დაკავებულები დამნაშავეები არიან, იცოდეთ, რომ დღეს თქვენ საქართველოს ასამართლებთ. დღეს შეიძლება თქვენი დეპუტატობა მხოლოდ თქვენმა მეზობლებმა იციან, მაგრამ ისტორიას ვერ დაემალებით.

აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გება საკუთარი შვილების წინაშე მაინც და აღიარება იმისა, რომ ოლიგარქის სიამოვნებისთვის, ქართველების მკვლელი გავრილოვისთვის და თქვენი მბრძანებელი პუტინის საამებლად, ციხისთვის გაიმეტეთ ქართველი ვაჟკაცები.

ქოცებო, სანამ დაამთავრებთ თქვენს მონურ მმართველობას ოპონენტის და მტრის გარჩევა ისწავლეთ. პოლიტპატიმარი ირაკლი ოქრუაშვილი თქვენი რეალური კონკურენტი და ოპონენტია (ამიტომაც გაკანკალებთ მისი გვარის გაგონებაზე), მტერი კი, ვისაც უნდა ებრძოდეთ და არა ლოგინში უგორდებოდეთ, თქვენი ერთმორწმუნე ღრუსეთია. ამასაც დრო დაალაგებს და თქვენს გვარებს თქვენი შვილები წიგნებში ამოიკითხავენ (სამწუხაროდ, არასასიამოვნო კონტექსტში).

ისე, რომ იცოდეთ, დღეს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის, „გამარჯვებული საქართველოს“ სადამფუძნებლო ყრილობა ჩავატარეთ ყველა წესისა და კანონის დაცვით, (ვიღაცამ მაინც ხომ უნდა დაიცვას კანონი თქვენ მიერ გაუბედურებულ ქვეყანაში), ძალიან ბევრი გულანთებული ახალგაზრდების გვერდით დგომით, მაგრამ არ გვიცდია პომპეზურობა და კეკლუცობა. არც თქვენ გირჩევთ სისულელეების კეთებას (იცით რაზეც გაფრთხილებთ).

თეა მომიკითხეთ, წერტილ მძიმე კარგად გადაამოწმოს გადაეცით.
ბრძოლა გრძელდება!
ქართველი ხალხი აუცილებლად გამოუტანს განაჩენს ივანიშვილ-პუტინის სისხლიან რეჟიმს.

Facebook Comments
x

Check Also

“გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით! სიმართლე უნდა გაჟღერდეს!”

მეუფე პეტრე -გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით -სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე. ახლა ვხედავთ პოლიტიკურ და სულიერ ...