Home » მთავარი » ბიაზროვა: თბილისი აპირებს გაამძაფროს ურთიერთობები გლოვის დღეებში

ბიაზროვა: თბილისი აპირებს გაამძაფროს ურთიერთობები გლოვის დღეებში

ე. წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის უფროსი ეკატერინა ბიაზროვა მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი სპეცრაზმი სამხრეთ ოსეთთან საზღვართან 30-მდე სპეცრაზმელით გაზარდა.

-თბილისი აპირებს გაამძაფროს ქართულ-სამხრეთ ოსური ურთიერთობები გლოვის დღეებში, ოსეთი 15 წლის წინ ბესლანის ტრაგედიის მსხვერპლს გლოვობს. ქართული მხარე კი ამ დროს სიტუაციას ძაბავს და ისევ პროვოკაციაზე მიდის! – განაცხადა ბიაზროვამ.

უფრო ადრე კი, დრონის ჩამოგდების შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, რათა მიიღონ გადამწყვეტი ზომები და მოახდინონ გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე.

ცხინვალმა საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართა და თბილისზე რეაგირების მოხდენა მოითხოვა

 

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...