Home » მთავარი » მდინარე ალაზანში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო

მდინარე ალაზანში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, მდინარე ალაზანში 14 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

საჯარო სკოლის დირექტორმა გალინა პანასენკომ განაცხადა, რომ მოზარდი მდინარეზე ოჯახთან ერთად იყო, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

“როგორც ვიცი, ბავშვი ოჯახთან ერთად იყოა. გადმოცემით ვიცი, რომ ის სხვა პირის დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც გარდაიცვალა. ამ წუთებში ექსპერტებს ელოდებიან”, – თქვა იმ სკოლის დირექტორმა, სადაც ბავშვი სწავლობდა.

 

Facebook Comments