Home » მთავარი » ბულგარეთი რუსეთს მოუწოდებს, ქვეყანაში წითელი არმიის შესვლას „გათავისუფლება“ არ უწოდოს

ბულგარეთი რუსეთს მოუწოდებს, ქვეყანაში წითელი არმიის შესვლას „გათავისუფლება“ არ უწოდოს

ბულგარეთი რუსეთს მოუწოდებს, ქვეყანაში წითელი არმიის შესვლას „გათავისუფლება“ არ უწოდოს.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა სოფიაში რუსეთის საელჩოს და მოუწოდა, რომ 1944 წელს ბულგარეთში საბჭოთა ძალების შესვლა „სადავო ისტორიულ ტერმინ – „გათავისუფლებად“ აღარ მოიხსენიოს“.

შესაბამისი განცხადება ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ასეთი გამოხმაურების მიზეზი სოფიაში ცხრა სექტემბერს დაგეგმილი გამოფენაა, რომლის სახელწოდებაა „75 წელი აღმოსავლეთ ევროპის ნაციზმისგანგათავისუფლების შემდეგ“.

„ნაციზმის განადგურებაში საბჭოთა კავშირის წვლილის არ ვუარყოფთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი იმ ფაქტზე, რომ საბჭოთა არმიის „მფარველობამ“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს ნახევარსაუკუნოვანი რეპრესიები, სამოქალაქო თვითშეგნების მოგუდვა, ეკონომიკური განვითარების დეფორმაცია მოუტანა და ევროპული ქვეყნების განვითარების პროცესის დინამიკისგან მოწყვიტა“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საელჩომ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი „გაოგნებულები“ არიან ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდების გამო.

 

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...