Home » მთავარი » ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – ჰონგ კონგის ლიდერმა აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა შეასრულა

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – ჰონგ კონგის ლიდერმა აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა შეასრულა

ჰონგ კონგის ლიდერი აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნის შესრულებას დათანხმდა.

როგორც კერი ლამმა განაცხადა, ის უკან გაიწვევს ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონპროექტს, რომლის გამოც ჰონგ კონგში დემონსტრაციები ივნისიდან არ წყდება.

პროექტი მძიმე დანაშაულში ბრალდებულები ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში ექსტრადიციის შესაძლებლობას იძლეოდა. ამ შეთავაზების გამო ჰონგ კონგში საპროტესტო აქციების ტალღა აგორდა.

ამჟამად, დემონსტრანტები ხელისუფლებისგან სულ ხუთი მოთხოვნის შესრულებას მოითხოვენ. მათ შორის ერთ-ერთი ექსტრადიციის შესახებ კანონის საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევა იყო. აქტივისტები ასევე მოითხოვენ დემოკრატიული უფლებების უზრუნველყოფას და მათ წინააღმდეგ ძალადობაში ეჭვმიტანილი პოლიცილების დასჯას.

სატელევიზიო მიმართვაში ჰონგ კონგის ლიდერმა განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამატების ფაქტების გამოძიებაში მთავრობის ორი მაღალჩინოსანი ჩაერთვება.

აქტვისტები პოლიციელთა ძალადობის ფაქტების დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

 

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...