Home » მთავარი » დღის პოზიტივი! ლიეტუვაში კაუნასის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები ამოქმედდება

დღის პოზიტივი! ლიეტუვაში კაუნასის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები ამოქმედდება

ლიეტუვაში, კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელიკურსები ამოქმედდება. კურსებზე სწავლა მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემეტრიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ღვაჩლიანი კაუნასის ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტის რექტორს, იუოზას აუგუტის შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე ინეტა დაბაშინსკიენე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ილონა კაზლაუსკაიტე.

სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა უნივერსიტეტში ქართული კურსის დამატება.

ამასთან, კაუნასის ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტში არსებული შოთა რუსთაველის სახელობის აუდიტორიაში საქართველოს ელჩი ამავე უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე ელჩმა სტუდენტებს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება, ესაუბრა მათ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ლიეტუვა-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ.

ასევე, სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საელჩოში სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის და საკონსულო მომსახურებების შესახებ. ელჩმა სტუდენტებს ასევე მოუწოდა ფართოდ ჩაერთონ ლიეტუვაში საქართველოს წარმოჩენის საქმეში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...