Home » მთავარი » იდეები ერთმანეთს დაემთხვა და ფილმის გადაღებაც დაიწყო – პრემიერა ნოემბრში

იდეები ერთმანეთს დაემთხვა და ფილმის გადაღებაც დაიწყო – პრემიერა ნოემბრში

3_6 სექტემბერს ხარაგაულში ფილმის გადაღება მიმდინარეობდა, რომელსაც კინოსტუდია ,,პიონერფილმის” ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე თავის აღსაზრდელებთან ერთად იღებს.

ფილმის გადაღების იდეა ბატონ გრიგოლს მას შემდეგ დაებადა, როცა წაიკითხა იზა ვეფხვაძის წიგნი ,,ფარცხნალი კორიფეთა სამკვიდრო”, სადაც მოთხრობილია სოფელ ფარცხნალზე, რომელმაც ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების კორიფეები აღზარდა. დიდი ხნის ოცნება იყო ფარცხნალზე დოკუმენტური ფილმი გადაეღო ქალბატონ იზასაც. იდეები ერთმანეთს დაემთხვა და ფილმის გადაღებაც დაიწყო.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით ხარაგაულში ჩამოდის ორი უცხოელი, რომლებმაც იციან სოფელ ფაცხნალის უნიკალურობის შესახებ და სურთ დაათვალიერონ სოფელი, ღისშესანიშნაობები. მათ მეგზურობას უწევს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე. აცნობს სოფლის ისტორიას, იმ სახელოვან ადამიანებს , რომლებიც გაიზარდნენ სოფელში.

ფილმის რეჟისორი და ოპერატორი, ,,პიონერფილმის” პრეზიდენტი 16 წლის მარიამ(მაშო) გიგილაშვილი გახლავთ.

-,,ვიცოდი ხარაგაულის შესახებ და ყოველთვის მინდოდა ჩამოსვლა, დამაინტერესა ფილმმა, რომელიც უნდა გადამეღო და კიდევ უფრო დამაინტერესა იმან, რომ ისეთ ქალბატონთან უნდა მქონოდა ურთიერთობა , როგორიც იზა ვეფხვაძეა. ვფიქრობ, რომ ფილმი ძალიან კარგი გამოვა”-ამბობს მაშო.

ამ საკითხზე იზა ვეფხვაძეს დავუკავშირდით.

 ,, ფილმის სიუჟეტის ისე შევქმენით აუცილებლად ჩამოსულიყვნენ უცხოელები, ამას ის მიზანიც აქვს, რომ შემდეგ ეს ფილმი თანატოლებს ჩაუტანონ თავიანთ ქვეყანაში, უთარგმნონ, მათ ენაზე ტიტრები გაკეთდეს და ფილმი აჩვენონ სკოლებში, უნივერსიტეტებში, ეს ყველაფერი კეთდება ფარცხნალის ცნობადობის გაზრდის მიზნით”. ფილმის გმირები, ებრაელი- ლეონ შავიტი და გერმანელი- ნინა ზინგერი ,, პიონერფილმის” აღსაზრდელები არიან-გვითხრა იზა ვეფხვაძემ.

პრემიერა სავარაუდოდ ნოემბერში  გაიმართება.

Facebook Comments
x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...