Home » მთავარი » ჩვენი მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე – გიორგი გახარია

ჩვენი მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე – გიორგი გახარია

უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან შეხვედრაზე.

გახარიას თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები არის ჩვენი შიდა და გარე უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ დასმული შეკითხვებისთვის და შევეცდები, მაქსიმალურად ამომწურავად თითოეულ კითხვას ვუპასუხოთ. დავიწყებ იმით, რაზეც ქალბატონმა ადამ ისაუბრა – ტერიტორიული მთლიანობა და იყო გარკვეული აქცენტები გაკეთებული სიღარიბეზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობა იყო ძირითადი ნაწილი.

რა თქმა უნდა, ეს არის დღეს ქვეყნის ყველაზე ძირითადი პრობლემა. მე ვფქრობ, რომ ერთმნიშვნელოვნად ეს არის საკითხი, რომელზეც არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც შეთანხმებულია.

და რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ყველა მიმართულებით საზოგადოებრივი ცხოვრების, მთავრობისა თუ პოლიტიკური პროცესების, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამსჭვალული ამ მიზნის მისაღწევად.

ეს არის ერთმნიშვნელოვნად ფაქტი და თუ რჩება აღქმა ან შეგრძნება, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ან ვმუშაობთ ყოველდღიურად ისე, რომ როდესაც გვავიწყდება ან სადმე გვავიწყდება ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გამოსწორება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, შესაბამისი უწყებები, გარდა მთავრობისა, ძალზედ აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით.

„ყველაფერთან ერთად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის ჩვენი შიდა და გარე უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ, შესაბამისი უწყებებიც, გარდა მთავრობისა, ძალზედ აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია, ჩვენ ვისაუბროთ ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე, როგორც სამოქალაქო, პოლიტიკური, თუნდაც ეკონომიკური, სანამ ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის არ იქნება აღდგენილი.

უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენი მიზანი პირველ რიგში არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წინაპირობა, სხვა ყველა რესურსი რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

Facebook Comments
x

Check Also

ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის ...