Home » მთავარი » ”ეს არის გადატრიალება, დაიწყო ზელენსკის ინაუგურაციის ჩაშლის გეგმა”

”ეს არის გადატრიალება, დაიწყო ზელენსკის ინაუგურაციის ჩაშლის გეგმა”

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან სტანისლავ შევჩუკის გადაყენებას მისცეს ხმა. უკრაინაში პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევენ, რომ ეს არის ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციის ჩაშლის გეგმის ნაწილი.

ასეთივე მოსაზრება გამოთქვა უკრაინელმა პოლიტოლოგმა კონსტანტინ მატვიენკომაც.

”ეს სერიოზული კონფლიქტია, ეს არ არის გადადგომა, ეს არის სასამართლოს უფროსზე ზეწოლის მცდელობა. თუ ის მოიწადინებს, მაშინ ინაუგურაციის პროცედურა ჩაიშლება ”- თქვა მან.

ფაქტს გამოეხმაურა ვლადიმერ ზელენსკის მრჩეველი, დიმიტრი რაზუმკოვი და განაცხადა, რომ ინაუგურაციას ვერაფერი ჩაშლის, რადგან ფიცის დადების პროცესს შესაძლოა წარუძღვეს როგორც მოსამართლის პირველი მოადგილე, ისე ახალი შემსრულებელი.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი ხელმძღვანელი სტანისლავ შევჩუკი მის განთავისუფლებას არაკონსტიტუციურ გადატრიალებას უწოდებს და აპირებს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook- ზე დაწერა.

”დღეს უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდა არაკონსტიტუციური გადატრიალება და სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების ჩამორთმევა იმ პირთა მიერ, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობებს ასრულებდნენ,” – თქვა შევჩუკმა

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...