Home » მთავარი » “ჩვენ ვნახეთ პასუხებისგან გაქცევაც, რაც არ არის ევროპული ოპოზიციის სტილი და კულტურა”

“ჩვენ ვნახეთ პასუხებისგან გაქცევაც, რაც არ არის ევროპული ოპოზიციის სტილი და კულტურა”

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თავად ისიც და ის  ხალხიც ახალი მთავრობისგან და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასგან ეფექტურ მმართველობას ელოდება.

-საქართველოს ჰყავს განახლებული მთავრობა, არის ბევრი საქმე, ბევრი ჩვენი თანამოქალაქეები ელოდებიან მთავრობის მხრიდან ქმედით გადაწყვეტილებებს, ადგილზე პრობლემების მოგვარებას და ჩვენი მოლოდინი და საზოგადოების დავალებაც ეს არის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას და საქმე, რომელიც რჩება გაკეთდეს დროულად და ეფექტურად.

ეს არის დემოკრატიის ნაწილი, შესაძლოა არსებობს ოპონირების უფრო დახვეწილი და გემოვნებიანი ფორმები, თუმცა ეს ოპოზიციის ასარჩევია. ჩვენ ვნახეთ პასუხებისგან გაქცევაც, რაც არ არის ევროპული ოპოზიციის სტილი და კულტურა. ოპოზიციის ამოცანა და მოვალეობა არის ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას, დასვას კითხვები და მოისმინოს პასუხები. მთავრობა და პრემიერობის კანდიდატი მზად იყო ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები, სწორედ ეს არის მთავარი და საპრლამენტო ზედამხედველობის არსიც ეს არის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტმა 98 ხმით არცერთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

Facebook Comments
x

Check Also

“მთავარის” დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

ნიკა გვარამია -ჩვენი დამფუძნებელი Giorgi Rurua ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით. აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ...