Home » მთავარი » საზოგადოების პროტესტი და „ართანა-ლოპოტას” პასუხი – ჰესი აშენდება!

საზოგადოების პროტესტი და „ართანა-ლოპოტას” პასუხი – ჰესი აშენდება!

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მოსახლეობის მიერ ჰესის მშენებლობის დაწყების საკითხზე გამართული აქციის შემდეგ კომპანია „ართანა-ლოპოტამ“ განცხადება გაავრცელა. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ადგილობრივების პრეტენზიები უსაფუძვლოა და ჰესის პროექტის განხორციელების ნებართვა კანონიერად აქვთ მოპოვებული.

განცხადებას თან ერთვის შესაბამისი უწყებებიდან აღებული ნებართვები, რომელიც გარემოზე კომპანიის მხრიდან ზიანს გამორიცხავს.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, შესაბამისად, პროექტის განხორციელების დაწყების ან შემდგომ პერიოდში ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ გაწეული წინააღმდეგობა კომპანიის მიერ აღიქმება როგორც კანონდარღვევა და მსგავსი ქმედება კერძო ინვესტორზე თავდასხმად მიიჩნევა.

„ვასაჯაროვებთ შესაბამის ნებართვებს, რომელიც კანონის სრული დაცვით კომპანიამ სხვადასხვა უწყებებიდან მოიპოვა:

სამშენებლო ნებართვა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანება N122-04 და ნებართვა 601. ეს ნებართვა გაიცემა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, სხვადასხვა ინსტანციების შეთანხმებების საფუძველზე, მათ შორის აღსანიშნავია თელავის მუნიციპალიტეტის თანხმობა (N691 და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანება N2-535).

ყველა სხვა სამსახურიდან (სატყეო დეპარტამენტი, ნაპირდაცვა, ინფრასტრუქტურა, ძეგლების დაცვა და ა.შ.) გვაქვს შესაბამისი და აუცილებელი თანხმობები.

სამშენებლო ობიექტის დერეფანში განლაგებული ტერიტორია აღნაგობით (ხანგრძლივი იჯარა) გადაცემულია კომპანიაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულება N527-ის საფუძველზე.

ყველა ამ საბუთის და მიწების საკუთრების გადამოწმება მარტივად შეიძლება შესაბამისი დაწესებულების საიტებზე და საჯარო რეესტრში, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ამ ველზე: „in public domain“.

კანონმდებლობით გათვალისწინებულია ნებართვების გასაჩივრების პროცედურა, რომელიც მაქსიმუმ ერთ წელს შეადგენს. ეს ვადა უკვე ამოწურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპოვებულ კანონიერ ნებართვებზე სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობდა“, – ნათქვამია კომპანია „ართანა-ლოპოტას“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივებმა უკვე კარვები გაშალეს და ამბობენ, რომ არ აპირებენ დაშლას.

ლაფანყურში კარვები გაშალეს (ვიდეო)

Facebook Comments
x

Check Also

“მე მათ ბოდიშის მოხდით ვუწოდებდი პოლიტიკურ პამპერსებს”

ხათუნა ლაგაზიძე ექსპერტი -“დეპუტატების ქმედებას რასაც ვუყურებდი, ნაკლებად რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება შეიძლება იდგეს ამის ...