Home » მთავარი » ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა – “ნათლისმცემელი”

ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა – “ნათლისმცემელი”

1 სექტემბერი – იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე.

იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.

უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას “ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად აღესრულა.

იოანე ნათლისმცემლის თემა აისახა მხატვრობასა და ქანდაკებაში. შუა საუკუნეების ხატწერაში იოანე ნათლისმცემელი ვედრების კომპოზიციის ერთ-ერთი აუცილებელი ფიგურაა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდანის შობის დღეს 7 ივლისს აღნიშნავს.

წმიდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს.

Facebook Comments
x

Check Also

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აცხადებს, რომ დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრას არ ნანობს და ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება

გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება ის, რაც გავაკეთე. ანალოგიური უნდა მოხდეს ყველგან, სადაც მოღალატე შევა პარლამენტში და ...