Home » მთავარი » ტრაგიკული დღე, რომელმაც მსოფლიო შეცვალა!..

ტრაგიკული დღე, რომელმაც მსოფლიო შეცვალა!..

2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა. დღე, რომელიც არასდროს დაავიწყდება მსოფლიოს, დღე, რომელმაც სამყარო შეცვალა.

ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – ბოინგ-767 ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის – 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი. თვითმფრინავი საკმაოდ დიდი რაოდენობის ნავთობით იყო დატვირთული.

შეჯახების მომენტში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის შახტიდან გამოსული სიცხით კი ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ.

მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე “ტყუპების” სამხრეთ ცათამბჯენს, 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.

მესამე გატაცებული თვითმფრინავი – ბოინგ-757 პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის – 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი.

მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა.

დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის – 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი.

2001 წლის 11 სექტემბერს სულ დაიღუპა 1973 ადამიანი, აქედან 24 დღემდე დაკარგულად ითვლება.

Facebook Comments
x

Check Also

“წინა მინისტრობის დროს ჩხენკელმა ან მოსვლით რა გააკეთა ან წასვლით?!.”

რუბრიკა თქვენი სათქმელი დავით ფერაძე პედაგოგი პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ...