Home » მთავარი » პარლამენტი რეგიონებში საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო განხილვებს იწყებს – გრაფიკი

პარლამენტი რეგიონებში საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო განხილვებს იწყებს – გრაფიკი

პარლამენტი საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაოსახალხო განხილვებს იწყებს

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს.

კომისია, 13-30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. (იხ. გრაფიკი). ყველა შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გაუძღვება.

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.

საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ექნებათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

საყოველთაო-სახალხო განხილვის გრაფიკი
13 სექტემბერი – თელავი, 13:00 სთ., თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
14 სექტემბერი – რუსთავი, 14:00 სთ., დრამატული თეატრი
15 სექტემბერი – ახალციხე, 14:00 სთ., სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
22 სექტემბერი – გორი, 12:00 სთ., გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
22 სექტემბერი – მცხეთა, 15:00 სთ., კულტურის ცენტრი „სვეტი“
24 სექტემბერი – ბათუმი, 14:00 სთ., ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
25 სექტემბერი – ოზურგეთი, 14:00 სთ., ფოლკლორის ცენტრი
26 სექტემბერი – ზუგდიდი, 14:00 სთ., მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე
27 სექტემბერი – ქუთაისი, 14:00 სთ., ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
28 სექტემბერი – ამბროლაური, 14:00 სთ., კულტურის ცენტრი
30 სექტემბერი – თბილისი, 16:00 სთ., ეროვნული ბიბლიოთეკა, III კორპუსი

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...