Home » მთავარი » GMTV-ის აღმასრულებელ დირექტორად ნოდარ თათვიძე დაინიშნა

GMTV-ის აღმასრულებელ დირექტორად ნოდარ თათვიძე დაინიშნა

ტელეკომპანია GMTV ემზადება მაყურებელთან შესახვედრად. როგორც საინფორმაციო სააგენტოს მკითხველი უკვე იცნობს და გვიხარია, რომ უამრავ თბილ წერილს ვიღებთ, სულ მალე კი ჩვენ, როგორც ტელეკომპანია ისე წარვსდგებით თქვენს წინაშე.

ეთერში გასვლამდე ხდება გუნდის ფორმირება. რადგან სწორედ თქვენ, ჩვენი მკითხველი თუ მაყურებელი ყველაზე ძვირფასი ხართ ჩვენთვის, ყველაზე მეტად სწორედ თქვენი აზრია ჩვენთვის მნიშვნელოვანი, გვინდა სიახლეები პირველად სწორედ თქვენ გაგიზიაროთ.

GMTV-ის აღმასრულებელ დირექტორად  ნოდარ თათვიძე დაინიშნა .

ნოდარი საჯარო მმართველობის დოქტორანტი გახლავთ. მისი კარიერა როგორც სატელევიზიო, ასევე ახალგაზრდების უფლებების დაცვას, ახალგაზრდული პროექტების შექმნასა და მის განხორციელებას უკავშირდება.

2011 – წელს ოფიციალურად დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა.

2014 – წელს ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია, ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრი”.

2015-2016 – წლებში მიყავდა ტელეკომპანია სტარვიზიაზე თავისივე საავტორო გადაცემა ”ახალგაზრდული აქცენტები”.

2016 – წელს დააარსა საინფორმაციო სააგენტო – ”ახალგაზრდული” .

2014-2016  წლებში –  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუშაობდა- უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში.

2016-2017 – წლებში ტელეკომპანია თრიალეთზე მიყავდა თავისივე საავტორო გადაცემა ”ექსპრეს-ინტერვიუ”

2017 – წელს დაინიშნა ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის აღმასრულებელ დირექტორად.

2018 – წელს დააფუძნა ციფრული სატელევიზიო/სარეკლამო კომპანია ”ენ აი ბი სტუდიო”

2019 წელს კი შემოუერთდა GMTV-ის გუნდს, სადაც აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა.

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის ...