Home » მთავარი » ძალიან კარგი საქმე საბურთალოს მაჟორიტარის ინიციატივით (ფოტოები ადგილიდან)

ძალიან კარგი საქმე საბურთალოს მაჟორიტარის ინიციატივით (ფოტოები ადგილიდან)

“ძალიან კარგი საქმე გაკეთდა” – ამ ფრაზას ხშირად გაიგებთ ვეძისიდან ნუცუბიძის ქუჩისკენ როცა მიდიხართ. ჩვენც დავინტერესდით რა საქმეზე იყო საუბარი და ვნახეთ, რომ ამიერიდან, სატრანსპორტო ნაკადს, რომელიც მოძრაობის გაგრძელებას ვეძისიდან ნუცუბიძის ქუჩაზე აპირებდა-შუქნიშანზე ცდა აღარ მოუწევს.

და რაც მთავარია:
ეს გზა განუკითხაობის პერიოდში წლების მანძილზე ავტოსადგომად იყო გადაქცეული. ჩვენი ინფორმაციით, გზა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის, დავით უთმელიძის ინიციატივით გაკეთდა.

GMTV დავით უთმელიძეს დაუკავშირდა.

-მიუხედავად იმისა, რომ არ გიყვართ საკუთარ თავზე საუბარი, სწორედ ამ კითხვით უნდა დავიწყოთ-ჩვენი ინფორმაციით ეს გზა, რომელიც ასე სჭირდებოდა მოსახლეობას, თქვენი ინიციატივით გაკეთდა.

-(იცინის) გცოდნიათ, კი, ნამდვილად ჩემი ინიციატივაა, თუმცა ჩემი ამომრჩევლების შთაგონებით.

-კიდევ რა სიახლეები ელით საბურთალოელებს?

-მალე გაიხსნება რეაბილიტირებული კანდელაკის ქუჩა, სადაც ჯვპ და ყაზტრანსგაზმაც მოახდინეს მთლიანი სისტემის რეაბილიტაცია და შეცვლა, ეს მერიის პროექტია.

ასევე მომავალ წელს თელასთან შეთანხმება მიღწეულია და ტაშკენტის ქუჩაზე მაღალი ძაბვის დენის ბოძები ჩავა მიწის ქვეშ და მერია მოახდენს ამ ქუჩის გაფართოებას და რეაბილიტაციას, გაფართოვდება გზა და ელექტრო კაბელები აღარ იქნება ქალაქის ცენტრში, რაც აწუხებდა მოსახლეობას მრავალი წლის მანძილზე.

-მოსახლეობა რას ამბობს?

-მოსახლეობა კმაყოფილია და მადლობა მათ რომ კანდელაქის ქუჩაზე მიმდინარე პროექტის ფარგლებში გამოიჩინეს მოთმინება გზის გადაკეტვის გამო. ისე კი, ადრეც გითხარით, საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი თავიანთი უბნის განვითარებაში.

Facebook Comments
x

Check Also

“საქართველოსთვის პარლამენტართა რაოდენობა 150 ძალიან ბევრია, 100 კაციც საკმარისია”

ზვიად ტომარაძე -ეწინააღმდეგება თუ არა გერმანული მოდელი კონსტიტუციას? სანამ გერმანულ მოდელზე ვისაუბრებ, მანამდე ზოგადად საპარლამენტო ...