Home » მთავარი » ე.წ. სამხრეთ ოსეთმა სიცილიაში სრულუფლებიანი წარმომადგენელი დანიშნა

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა სიცილიაში სრულუფლებიანი წარმომადგენელი დანიშნა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დიპლომატიური სამსახურის პრესსამსახურის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიცილიაში თავისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი დანიშნა, რომლის ფუნქციები მოიცავს სამხრეთ ოსეთსა და იტალიას შორის კონტაქტების დამყარებას, ერთობლივი ჰუმანიტარული და ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობების ძიებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში, ასევე კულტურული გაცვლის საკითხებზე.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დიპლომატიური სამსახურის პრესსამსახური აცხადებს, რომ იტალიაში სრულუფლებიანი წარმომადგენელი იტალიის მოქალაქე კარმელო სკალიზი იქნება.

სკალიზი ადრე იყო სამხრეთ ოსეთში: ამ წლის მაისში მან ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ცხინვალსა და იტალიის ქალაქ რანდაზოს შორის, სადაც მას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ა.წ. მაისში ცხინვალმა და იტალიის მუნიციპალიტეტმ ა რანდაცომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...