Home » მთავარი » 20-მდე სკოლაში შესაძლოა სასწავლო პროცესის დაწყება ორი კვირით  გადაიწიოს

20-მდე სკოლაში შესაძლოა სასწავლო პროცესის დაწყება ორი კვირით  გადაიწიოს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადება

16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება.  ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში)  შესაძლოა მხოლოდ ორი კვირით  გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით  შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

სკოლების ჩამონათვალი იხ

1151

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში თესლბრუნვის პრაქტიკის დანერგვა დაფინანსდება

კორონავირუსთან  ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ფერმერები ინტენსიურად ...