Home » ემიგრანტები » პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება!
საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ!

19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში”

საღამოს ორგანიზატორია ჟურნალისტი ლელა ნინუა.

-გაერთიანდნენ ქართველი ხელოვანები, იქნება ერთობლივი საღამო. საღამოს ისპირაცია იყო ირაკლი შარაძე, რომელიც მუდამ გვერდით მიდგას. შემდეგ ნინი წიკლაური, ცუცა კაპანაძე და ხათუნა იოსელიანი შემოგვიერთდნენ. ისაუბრებენ თავიანთ გეგმებზე, ასევე ამ საღამოს მოხდება ჩემი პროექტის წარდგენა.

-რას ეხება პროექტი თუ შეგიძლიათ მოკლედ რომ გვითხრათ?

-პროექტი ემიგრანტ ქალებზეა გათვლილი, იმ ქალებზე, რომლებმაც თავიანთი პროფესია გვერდზე გადადეს. ამ პროექტში ყველა გაიხსენებს თავის პროფესიას. შემდეგ მოხდება მათ დაჯილდოვება.

დამატებითი პრიზები დააწერეს მარიამ ბერიანიძემ და მაკოს თოჯინებმა. პრიზები გამოაგზავნეს სპეციალურად საქართველოდან .

მადლობა გვერდში დგომისთვის რესტორან “ფიროსმანს” და მანუჩარ პირველს. სხვათაშორის რესტორანი “ფიროსმანი” ერთადერთი რესტორანია ნიუ-იორკში, რომელსაც ქართული წარწერა აქვს-გვითხრა ლელა ნინუამ.

საღამოს სპეციალური სტუმარი დავით ღვინიანიძე იქნება.

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...