Home » მთავარი » “ქვეყანას ექნება ევროპული საშუალო განათლების მნიშვნელოვანი კერა…”

“ქვეყანას ექნება ევროპული საშუალო განათლების მნიშვნელოვანი კერა…”

ლევან ბოძაშვილი

-2015 წლის ბოლოს, როდესაც კვირიკაშვილი პრემიერად დაინიშნა, რამდენიმე დღეში მოხდა ჩვენი შეხვედრა, რომელსაც დღევანდელი პრემიერიც ესწრებოდა. საუბარი ეხებოდა საქართველოში ბელგიაში არსებული ევროპის კოლეჯის ფილიალის გახსნას. ამ საუბარს წინ უძღოდა რამდენიმე თვიანი ჩემი პირდაპირი გაგებით სირბილი და წვალება ბრიუსელსა და ბრიუგეს შორის, რათა ერთის მხრივ ევროკომისია დამეთანხმებინა და მეორეს მხრივ კოლეჯის რექტორატი, რომლის პოლიტიკა იყო, რომ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ფილიალი არ გახსნილიყო. ეს სურვილი ჰქონდა უკრაინასაც და მოლდოვასაც, (ასევე სააკაშვილსაც 2011 წელს) თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ კომისარ ჰანის დათანხმებით რომ ევროკომისია ჩართულიყო, კოლეჯიც დათანხმდა. სწორედ ამის შემდეგ ეს ჩემი იდეა და საკითხის განხორციელება განვიხილეთ მაშინ კვირიკაშვილმა, მე და გახარიამ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმაც დადებითი როლი ითამაშა შემდეგ უკვე კომისარ ჰანის ვიზიტისას.

ამიტომაც დღეს ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი დიდი ძალისხმევა დღეს უკვე დიდი შედეგით დასრულდა და ქვეყანას ექნება ევროპული საშუალო განათლების მნიშვნელოვანი კერა. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს კოლეჯის (სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების) ფილიალს, რომლის დაფუძნება ჯერ კიდევ წინაა და რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ. https://1tv.ge/…/evrokavshiri-saqartveloshi-evropuli-skoli…/

ყველას ვულოცავ სწავლის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ. ✌️

#collegeofeurope

ფოტოზე: კოლეჯის თემაზე საუბარი ევროკომისარ ჰანთან, 19.09.2015.

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...