Home » ემიგრანტები » სტოკჰოლმში წელს “თბილისობა“ პირველად გაიმართა

სტოკჰოლმში წელს “თბილისობა“ პირველად გაიმართა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში წელს “თბილისობა“ პირველად გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ლუკა გურგენიძეა.

-როგორც ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მინდა, ამაყად ვთქვა, რომ ჩვენ ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ჩატარება შევძელით ერთმანეთის გვერდში დგომით. აქ მყოფი მამაო შიო-შოთას ინიციატივით, რომელმაც ამდენი ქართველის გაერთიანება შეძლო, საქართველოს საელჩოს, აქ ქართველების მიერ დაარსებული კომპანიების და ასევე საქართველოში არსებული ორგანიზაცია Europe’s Georgia – ს მხარდაჭერით.

სტოკჰოლმში ქართული დიასპორის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია, ქართველი ემიგრანტების გაერთიანება, რომელმაც ტრადიციული სახე მიიღო და ყოველწლიურად ჩატარდება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მუსიკალური წვეულება, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ემიგრანტმა მომღერლებმა და ემიგრანტმა ბავშვებმა.

ასევე ადგილზე მომზადდა ქართული კერძები. ქართული ეკლესიის თავზე აღიმართა საქართველოს დროშა, ასევე იყო პატარა მარკეტ ფლასე-ი, სადაც Made in Georgia – ს პროდუქცია გაიყიდა. ღონისძიებას დაესწრო 350-ზე მეტი სტუმარი, როგორც ქართველები, შვედები ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც.

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...