Home » მთავარი » ირაკლი ოქრუაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ირაკლი ოქრუაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი და ბრალდებული კიდევ ორი პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

ოქრუაშვილის ადვოკატი სასამართლოს სთავაზობდა 500 000 ლარიან გირაოს. ადვოკატმა გირაოსთან ერთად სასამართლოს შესთავაზა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში რამდენიმე ადამიანი ჩაუდგებოდა, მაგრამ ბრალდების მხარე მიიჩნევდა, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა შეცვლილიყო.

ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...