Home » მთავარი » “მისი უწმინდესობის, კირილეს ქმედება გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად”

“მისი უწმინდესობის, კირილეს ქმედება გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად”

რუსეთის ეკლესიის მეთაურმა კირილემ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა.

აფხაზური მედია პატრიარქ კირილის მისალოც წერილს ავრცელებს:

„ვიმედოვნებ, რომ თქვენი შემდგომი ქმედებებით, როგორც ადრე, მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობთ ქრისტიანულ ტრადიციებს, თანამედროვეების სასულიერო-პატრიოტულ აღზრდას, კონსოლიდაციის განმტკიცებასა და საზოგადოებაში ერთობას”.

საქართველოს საპატრიარქო ამ ინფორმაციას განცხადებით ეხმიანება.

„აფხაზეთის მიწა-წყალი, რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იყოს აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობის, კირილეს ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია.

გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...