Home » მთავარი » “ჩვენი ეზოს თამაშები” კომპიუტერული თამაშების წინააღმდეგ

“ჩვენი ეზოს თამაშები” კომპიუტერული თამაშების წინააღმდეგ

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში პროექტი „ჩვენი ეზოს თამაშები“ მიმდინარეობს, რომელიც წელს მეორედ იმართება. კამპანიური ხასიათის პროექტის მიზანი კომპიუტერული თამაშების ჯანსაღი, ხალისიანი ეზოს თამაშებით ჩანაცვლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოზარდების ფიზიკურ-ემოციური, ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობაა. ღონისძიებების ფარგლებში მოზარდები ინსტრუქტორებთან და ანიმატორებთან ერთად ეზოს თამაშებს თამაშობენ. პროექტის ფარგლებში ფოტო გამოფენაც მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში დღეს თამაშებზე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს წევრი, ზღვისუბნის მაჟორიტარი თამარ ტალიაშვილი.

-ჩვენი პროექტის მიზანია ბავშვები დავუბრუნოთ ეზოს და კომპიუტერული თამაშები ჩავანაცვლოთ  ჩვენი ეზოს ჯანსაღი თამაშებით. ვდილობთ სახალისო თამაშებით დავუპირისპირდეთ ისეთ პრობლემას, როგორიც არის კომპიუტერული თამაშები-განაცხადა ტალიაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...