Home » თქვენი სათქმელი » “იმათ ჩამოჩოჩებულ ღობესთან ყოველ 5 კილომეტრში მაღალი, ბეტონის მონუმენტი დაიდგას…”

“იმათ ჩამოჩოჩებულ ღობესთან ყოველ 5 კილომეტრში მაღალი, ბეტონის მონუმენტი დაიდგას…”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ანტონ ბალანჩივაძე

მხატვარი, რეჟისორი

-ახლა რასაც დავწერ, არ გამოვრიცხავ, რომ სულაც არ იყოს ეფექტური, მაგრამ იქნებ ღირდეს ცდად. ასეთი რამ შეიძება გაკეთდეს, – იმათ ჩამოჩოჩებულ ღობესთან ყოველ 5 კილომეტრში მაღალი, ბეტონის მონუმენტი დაიდგას, ჩამოისხას სასწრაფოდ, სადაც ეწერება რამდენი ადამიანი დაზარალდა, რამდენი მეტრი მიწა მოიჭრა, რამდენი სახლი დაინგრა და როდის გადმოიწია მავთულხლართებმა სიღრმეში.

ამავდროულად სამომავლოდ თუ ღობე კვლავ გადმოწიეს, თუნდაც 10 მეტრით და მონუმენტი მოანგრიეს, ახალი დაიდგმება უკვე გადმოწეულის ადგილას, სადაც წინა მონუმენტის ფოტოც და მონაცემებიც იქნება დეტალურად მოყვანილი, ნგრევის ფოტო მასალასთან ერთად, დატანილი იქნება ასევე რამდენი კილომეტრია რეალური საზღვრიდან შიგნით შემოწეული. ამ მონუმენტების ჩამოსხვა ძვირი არ დაუჯდება სახელმწიფოს – რადგან ბეტონის იქნება და ზუსტად ერთ ყალიბში შეიძლება ჩამოსხმა, მხოლოდ რაიმე თვალშისაცემი ნიშნებით უნდა განსხვავდებოდეს.

ამ ობელისკების, ბოძების ფოტოები ინტერნეტით უფრო ადვილად შეიძლება გავრცელდეს, რომ თავად რუსეთშიც ნახონ ადამიანებმა რა საშინელება ხდება სინამდვილეში. საქართველოშიც კი ნაკვეთის ფოტოებით ძნელია ვინმემ რეალურად გაიგოს ეს მიწები სად იწყება და სად მთავრდება და რა სხვაობაა წინასა და ახალ ღობეს შორის. ამ მაღალი მონუმენტების ფოტოებით კი ინფორმირება უფრო მოქნილად მოხდება მოქალაქეების მთელი ინტერნეტის მაშტაბით. ეს რაღაც ორიენტირებს მაინც გააჩენს, სხვა თუ არაფერი… სამომავლოდ სადაო მაინც რომ აღარ იყოს, როგორ იზრდებოდა ე.წ. “საზღვრები”. რაც მთავარია მონუმენტი არ იქნება ‘საზღვრის” საქართველოს მხრიდან აღიარება, რადგან “მემორიალის” ხასიათი ექნება. ეს ყველაფერი რათქმაუნდა დროებით, დიპლომატია სანამ “ემზადება”…

Facebook Comments
x

Check Also

15:00 საათზე “ოცნების” საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

ანონსი 15:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში  ბრიფინგი გაიმართება – ამის შესახებ ...