Home » მთავარი » პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარს ბოქლომები დაადეს

პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარს ბოქლომები დაადეს

პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ორბელიანების სასახლესთან მისულმა ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსის სახით ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს. შეკრებილები თვლიან, რომ პრეზიდენტი დასაბმელია.

როგორც ახალგაზრდული მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა განაცხადეს მათთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები, კერძოდ კი ხმაურიანი შეწყალებები.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებს პერიოდულად გამართავენ და პრეზიდენტის ყოველ უპასუხისმგებლო მოქმედებაზე შესაბამის რეაქციას გამოხატავენ.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული. ამ დროისათვის ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ 13 პაციენტი იმყოფება. ...