Home » მთავარი » “მიხარია, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს პროექტს და მასშტაბურად ჩაერთნენ ბავშვები”

“მიხარია, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს პროექტს და მასშტაბურად ჩაერთნენ ბავშვები”

თბილისის სხვადასხვა უბანში კამპანია ,,ჩვენი ეზოს თამაშები’’ ჩატარდა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშილის ინიციატივით, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში პროექტი „ჩვენი ეზოს თამაშები“ ჩატარდა, რომელიც წელს მეორედ იმართება. კამპანიური ხასიათის პროექტის მიზანი კომპიუტერული თამაშების ჯანსაღი, ხალისიანი ეზოს თამაშებით ჩანაცვლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოზარდების ფიზიკურ-ემოციური, ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობაა.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილის განმარტებით, პროექტი მიზნად ისახავს კომპიუტერული თამაშების ეზოს ჯანსაღი და ხალისიანი ეზოს თამაშებით ჩანაცვლების გზით ბავშვების ეზოებში დაბრუნებას.

,,ამ კამპანიის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ ჩვენ ერთიანი ძალიასხმევით ნამდვილად შევძლებთ დავუბრუნოთ ბავშვები ეზოს და  დადებითით ჩავანაცვლოთ ის ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც გააჩვია კომპიუტერ თამაშებს და ვირტუალურ სამყაროს. მიხარია, რომ ასეთი დიდი გამოხმაურება მოყვა ჩვენს პროექტს და ასე მასშტაბურად  ჩაერთნენ ბავშვები პროექტის მიმდინარეობაში’’-განაცხადა თამარ თალიაშვილომა.

ღონისძიებების ფარგლებში მოზარდებმა ინსტრუქტორებთან და ანიმატორებთან ერთად ეზოს თამაშები ითამაშეს. პროექტი თბილისის სხავადსხვა უბანში, ვარკეთილში, ჩუღურეთსა და ზღვისუბანში (თემქა) ჩატარდა და მასში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს  მაჟორიტარმა დეპუტატებმა გიორგი დოხტურიშვილმა და რიმა ბერაძემ მიიღეს, რომლებმაც ბავშვებთან ერთად ითამაშეს ეზოს თამაშები.

პროექტი თბილისის მერიისა და ქართული თამაშების მწარმოებელი კამპანია ,,თამაშობანას’’ მხარდაჭერით განხორციელდა.

 

Facebook Comments
x

Check Also

„ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია“

„ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ...