Home » მთავარი » 1 ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდება

1 ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდება

პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდება, სპეციალური ერთნაირი მანათობლების დარიგებას კი მერია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს:

“რეფორმები რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ უკვე ძალაში შედის. მე მხედველობაში მაქვს ტაქსის რეფორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რამოდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. თქვენ იცით, რომ შემოდის კატეგორიები. A კატეგორიის ტაქსის მძღოლების ტაქსები იქნება თეთრი ფერის. სპეციალური მანათობლები უკვე მზადდება და უახლოეს მომავალში თბილისში იქნება. სპეციალური მანათობლები „ტაქსი თბილისი“ წარწერით, საჩუქრად გადაეცემათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს. როგორც უკვე გითხარით უნდა იყოს თეთრი ფერის, ოთხ კარიანი ავტომობილი, მარცხენა საჭიანი და ასევე მათ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ უფასო პარკირებით ქალაქის სხვადასხვა უბნებში. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაუჩერები დავარიგეთ, როგორც ქიმწმენდის ასევე გადაღებვის, ან თეთრი ფერის გადაკვრის, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და დროთა განმავლობაში ჩვენ გვექნება შემდეგი ეტაპები, რაზეც აუცილებლად მივაწოდებთ ინფორმაციას როგორც ტაქსის მძღოლებს, ისე საზოგადოებას”,- განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...