Home » ეკონომიკა » „ლარის გამყარების მოლოდინი უტოპიაა, ხელფასების და პენსიების ზრდა – საარჩევნოდ ხმები…“

„ლარის გამყარების მოლოდინი უტოპიაა, ხელფასების და პენსიების ზრდა – საარჩევნოდ ხმები…“

ოთარ ფანცულაია

ეკონომისტი

-მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო სოციალისტურია და უკიდურესად პოპულისტური..
ბიუჯეტის პარამეტრების დაწვრილებით განხილვას არ შევუდგები, მხოლოდ ძირითად ხაზს აღვწერ “გლეხური” ენით.

კარგი და გადასარევია ხელფასების და პენსიების ზრდა – საარჩევნოდ ხმების დასათრევად იდეალური სვლაა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი: “გვჯერა, რომ დაწყებული პროექტების დასრულების მერე პრაქტიკულად ახალ, თვისობრივად სხვა ეკონომიკის ქვეყანაში ვიცხოვრებთ”.

სჯერა! ანუ ქოცური ფინანსური პოლიტიკა შინაგან რწმენაზეა დაფუძნებული და აქ მხოლოდ თურნავა არ ყოფილა გამონაკლისი!

დევნილები და ვეტერანები რომ ისევ გადააგდეს მაგაზე ხმას აღარ ვიღებ – დიდი ხანია ისინი შეეგუენ მათ იგნორირებას..

ახლა სერიოზულად..

ბიუჯეტი ეკონომიკური პარამეტრების 5%-იან ზრდაზეა გათვლილი.. ეს იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე რეალურად გვაქვს, ანუ საბიუჯეტო დეფიციტი აქედანვე შეინიშნება.
ჯერ კიდევ გუშინ ვწერდი, რომ თვით ირლანდიის ეკონომიკასაც კი ჰქონდა 7%-იანი უკუსვლა ორი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე პოლიტიკური რყევის გამო საქართველოშიც მსგავსი რამ განმეორდება, მივიღებთ საბიუჯეტო ვალდებულებებს და ცარიელ ხაზინას.

საიდან უნდა შეივსოს ხაზინა?

1.გადასახადების ზრდით (ისედაც მაღალი გადასახადები გვაქვს, რომელიც საერთო ჯამში 50%-ს უკაკუნებს);

2.საგარეო ვალების ზრდით (სულ მცირე 700-800 მლნ დოლარის ვალად აღება მოგვიწევს, რომელიც მომავალი წლების ბიუჯეტს, ანუ ჩვენს ჯიბეებს დააწვება ხარჯად)..

მინისტრი არ საუბრობს ინფლაციის პროგნოზირებად სიდიდეზე.. თუკი ინფლაციის დონე გადააჭარბებს დღევანდელს, მაშინ ეკონომიკურ პარამეტრებში კიდევ უფრო უკან დავიხევთ, ხოლო ის “გაზრდილი” ხელფასები და პენსიებიც ხახვის ფურცლებივით შეგვრჩება.

ლარის გამყარების მოლოდინი დღევანდელ პირობებში სრული უტოპიაა.

მოკლედ, ბიუჯეტის ამ პროექტს დავარქმევდი “გავინაწილოთ და ვჭამოთ”.. ეკონომიკა ასე ვერ განვითარდება. ხელისუფლება იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ როგორმე დააბრუნონ აქტივები ეკონომიკაში, შექმნან კაპიტალი, პატიოსანი კონკურენტული გარემო და ამით ხელი შეუწყონ ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობების ფორმირებას…

თუმცა რა… ხელფასები და პენსიები მატულობს! ვაშა!

მაგრამ.. ვავა ეკონომიკას…

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...