Home » მთავარი » ჯაფარიძე თეთრი ტაქსების რეგულაციის დასარღვევად (ვიდეო)

ჯაფარიძე თეთრი ტაქსების რეგულაციის დასარღვევად (ვიდეო)

პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდება, სპეციალური ერთნაირი მანათობლების დარიგებას კი მერია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს:

http://www.gmtv.ge/64644-2/

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციის დასარღვევად თბილისის ქუჩებში მუქი ნაცრისფერი მანქანით ტაქსის მძღოლად მუშაობს.

ჯაფარიძეს აღნიშნულთან დაკავშირებით Facebook Live-ი აქვს ჩართული. როგორც თვითონ ამბობს, აინტერესებს ვინ გააჩერებს და დააჯარიმებს მას სხვა ფერის მანქანით ტაქსის მძღოლად მუშაობის გამო.

“ჩემი აზრით, არავის საქმე არაა ჩემი მანქანა რა ფერია და ვის რა მომსახურებას გავუწევ. მგონია, რომ სახელმწიფოს ასეთი ჩარევა ადამიანების პირად ცხოვრებაში არა მხოლოდ უაზრობაა, არამედ ჩვეულებრივი მავნებლობა და სიგიჟეა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ფერადი ტაქსი

Gepostet von Zurab Girchi Japaridze am Dienstag, 1. Oktober 2019

Facebook Comments
x

Check Also

“79 სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ”

გიორგი გახარია – საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს ...