Home » ბლოგი » “მედიკამენტები 1 ლარად აფთიაქებს უმეტესად არ აქვთ!..“

“მედიკამენტები 1 ლარად აფთიაქებს უმეტესად არ აქვთ!..“

მთავრობის მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტი მედიკამენტების ერთ ლარად 

მაია ცომაიას ბლოგი

მოგეზსენებათ ,,ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში  სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო 35 დასახელების წამლის შეძენა წესით რამდენიმე მითითებულ  აფთიაქში უნდა შეეძლოთ, მაგრამ ხშირად არცერთ მათგანში  ჩამონათვალის დიდი ნაწილი არ მოიპოვება ან მარაგი ამოწურულია!

მოქალაქეებისგან მოისმენთ თუ როგორ უწევთ რამდენიმედღიან რიგში დგომა. მოგეხსენებათ მედიკამენტს კარგად მყოფი ადამიანი არ ყიდულობს და აქედან გამომდინარე,იძულებულები არიან ჩვეულებრივ ფასად შეიძინონ აღნიშნული მედაკამენტები.

ბათუმელი კარდიოლოგი, ზეინაბ დიასამიძე, სოციალურ ქსელში იმ პროექტს აკრიტიკებს, სადაც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ექიმის დანიშნულების შემდეგ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთ ლარად მისცემდნენ ძვირადღირებულ მედიკამენტებს. 

ექიმი ბოდიშს უხდის პაციენტებს, რადგან იმ ორ აფთიაქში, სადაც პროგრამის ფარგლებში უნდა გაიცეს მედიკამენტები, წამლები არ აქვთ.

“ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს პაციენტებს…  საზოგადოებას….  ბოდიში კი იმისათვის, რომ 1 ლარიანი წამლების დაანონსებული მარათონის ”სიღრმეებს” ვერ ჩავწვდი… თანაც შვებულებაშიც ვიყავი და ყველა ის მრავალრიცხოვანი ბენეფიციარი, რომლებიც ზოგი სოფლებიდან, გარეუბნებიდან, ქალაქიდან მოდიოდნენ ჩვენთან და სულისშემხუთველ რიგებში იდგნენ, რათა რეცეპტები და ე.წ. ”ვიზა ”მიეღოთ 1 ლარიან წამლებზე.. დაღლილები უკმაყოფილებასაც კი არ გამოხატავდნენ გრძელ რიგში დგომისათვის….

არ დაგიმალავთ ჩვენი ექიმების კისერზე ტყდებოდა ყველაფერი ეს,  თუმცა ჩვენაც კმაყოფილები ვიყავით ხელისუფლების ამ ”კეთილშობილური” ჟესტით… ამ გაპარტახებულ, გამათხოვრებულ ქვეყანაში, დაავადებულ ადამიანებს თუკი იმედის ნაპერწკალი გაუჩნდათ…ვიღაცის მხრიდან ზრუნვის ნაპერწკალი… ((((
შვებულებიდან დაბრუნებულს გაბითურებული პაციენტების პრეტენზიები დამხვდა,  იმ 2 აფთიაქში, რომელიც ქალაქის გარეუბანშია და სადაც ისედაც შეჭირვებულმა ადამიანებმა კიდევ ტრანსპორტის თანხაც უნდა გადაიხადონ, რიგში დადგნენ და იქ მისულებს პასუხობენ – წამალი არ გვაქვს და არც გვექნებაო…
რა არის ეს?!
ჰეი თქვენ…ტრიბუნებთან მდგომნო… სკამებზე მსხდომნო!… თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?!
მაძღრად ხართ და 1 ლარიანი წამლები არ გჭირდებათ?!
დაგჭირდებათ!!!…გპირდებით!!!
სულ მალე!!!!!!!!!!!!!!!! 

Facebook Comments
x

Check Also

გია ვოლსკი შალვა ნათელაშვილს ეხმაურება

მარიამ ახალკაცი შალვა ნათელაშვილის ნათქვამი] მეგონა, რომ ძველი ჩანაწერი იყო… აი, რო ამოიღო “ბიძინა ივანიშვილი” ...