Home » მთავარი » ადვოკატების პროტესტი ხელისუფლებას და სოლიდარობა კოლეგას

ადვოკატების პროტესტი ხელისუფლებას და სოლიდარობა კოლეგას

ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი, დაკავების შემდეგ მისმა კოლეგებმა მოინახულეს და სოლიდარობა გამოუცხადეს.

უფლებადამცველები ხელისუფლების მხრიდან ადვოკატების დევნაზე საუბრობენ. მათივე თქმით, მიმდინარე პროცესი სხვა არაფერია თუ არა უფლებადამცველებზე ზეწოლა და შანტაჟი. ადვოკატები საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

ადვოკატი ანა ჟღენტი ამბობს, რომ ამ ქმედებით პროკურატურამ და  შს სამინისტრომ გადაკვეთეს წითელი ხაზი. მისივე განცხადებით, დღეს უდანაშაულო ადვოკატია დაკავებული.

ანა ჟღენტი

ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე

კი აცხადებს, რომ თუ ეს დაკავება კანონიერად ითვლება, მაშინ ადვოკატები აღარ დაიცავენ მოქალაქეების უფლებებს. მისივე თქმით, თუ ადვოკატი დაუცველი და შებოჭილია, მოქალაქეები ხვალ უარეს დღეში აღმოჩნდებიან.

„ეს არის სრული მარაზმი, მსგავსად დევნიდა წინა ხელისუფლება, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებაც ანალოგიურად, აგრძელებს დევნას ჩვენი კორპუსის და არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რომელიმე ადვოკატის უფლებები იქნას დარღვეული. კონკრეტულად ქალბატონ ნაირას ედავებიან ვითომ ცრუდ დაასმინა კონკრეტული პიროვნებები, რაც არის მარაზმი. ჩვენი კოლეგა აბსოლუტურად უსამართლოდ იმყოფება გისოსებს მიღმა-განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ადვოკატი უსაფუძვლოდ დააკავეს!დღეს თავს დაესხნენ ადვოკატთა კორპუსს

Gepostet von ადვოკატი დავით გირგვლიანი am Dienstag, 1. Oktober 2019

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...