Home » მთავარი » ხელი მოეწერა ევროპულ ქარტიას ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ

ხელი მოეწერა ევროპულ ქარტიას ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ

თბილისის საკრებულოში ხელი მოეწერა ევროპულ ქარტიას ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ. ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის გენდერული პლატფორმის ფარგლებში, ქარტიის პირველი ხელმომწერი მუნიციპალიტეტები გახდნენ: ქუთაისი, ლაგოდეხი, ოზურგეთი, რუსთავი. ამ ევროპული ქარტიის მნიშვნელოვანი გზავნილი ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისთვის რეგიონების დემოკრატიული ინტიტუციების გაძლიერებაა.

ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა გეოგრაფიული, სოციალური თუ ურბანული მრავალფეროვნებით, ხშირად თვალაჩინოა ცალკეულ მუნიციპალიტეტთა ეკონომიკური დისპროპორციაც, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის მიგრაციის მიზეზი ხდება და ქმნის უარყოფით დემოგრაფიულ ფონს, ზღუდავს სამეურნეო-სამეწარმეო განვითარებას. ევროპული ქარტიის ფარგლებში მოხდება ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის.

ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა ქარტიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქარტიას საქართველოს 4 მუნიციპალიტეტის -რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ლაგოდეხის მერებმა მოაწერეს ხელი.

-„ამ ქარტიის წევრი ევროპის 1600-ზე მეტი ქალაქი და ადგილობრივი თვითმმართველობაა. ეს არის უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯი გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით. ისტორიული მოვლებაა ადგილობრივ ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ევროპულ ქარტიასთან პირველი ქართული თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიერტება“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის შტაბი დიდ კარავში გადაინაცვლებს

ოპოზიციის შტაბი რუსთაველზე დადგმულ დიდ კარავში გადაინაცვლებს. ეს კარავი განკუთვნილი იქნება კონსულტაციებისთვის და მოლაპარაკებების გასამართად. ...