Home » მთავარი » ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტმიოლერის შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ღარიბაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ნატოს და ევროკავშირის ეგიდით საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხებს შეეხო.

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება. ალიანსის 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან.

Facebook Comments
x

Check Also

“ქართული ოცნების” რეიტინგი 55-60%-ს შორის არის და არჩევნებამდე კიდევ უფრო გაიზრდება”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” რეიტინგი 55-60%-ს შორის არის და არჩევნებამდე კიდევ უფრო გაიზრდება. კობახიძე ...