Home » ექსკლუზივი » მსოფლიოს 20 საუკეთესო ქონთემფორარის მოცეკვავეთა შორის ქართველი ხელოვანია… (ვიდეო)

მსოფლიოს 20 საუკეთესო ქონთემფორარის მოცეკვავეთა შორის ქართველი ხელოვანია… (ვიდეო)

თამარ ჯამარიშვილი

რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ქართველი მოცეკვავე ქეთუსია სახვაძე პარიზის ცეკვის აკადემიაში მიიწვიეს. ეს დიდი გამოწვევაა ქართული კულტურისთვის და რაღა თქმა უნდა დიდი პასუხისმგებლობა თავად მოცეკვავისთვის. მერე ისიც გავიგეთ, რომ ბერლინში, ეკო არტ ფესტივალზე სოლო ქორეოგრაფიული ნამუშევრით წარსდგა და მოხვდა 20 საუკეთესო ქონთერ ფორარის მოცეკვავეს შორის მსოფლიოს მასშტაბით. გავიგეთ ისიც, რომ თურმე თბილისში არსებობს სტუდია – ‘ქეთუსია დენს ენდ მორ’ამ“, რომელიც განსხვავებული სტილით მუშაობს…

ამ  მიზეზების გამო ძალიან მოგვინდა ქეთუსია ჩვენი მკითხველისთვის უფრო კარგად გაგვეცნო და ინტერვიუზე შევუთანხმდით. საკმაოდ თავმდაბალი აღმოჩნდა და სიმართლე გითხრათ გაგვიჭირდა მისი დათანხმება, თუმცა არც ჩვენი წყენინება უნდოდა და გვითხრა, მაშინ უფრო ხელოვნებაზე და სტუდიის ახალგაზრდებზე ვისაუბროთ, ჩემზე დიდად ნუ გაამახვილებთ ყურადღებასო…

შევთანხმდით და მეც პირველად ინტერვიუს დროს გავიცანი. ჩემი მოლოდინი გამართლდა-ჰაეროვანი, თითქოს არამიწიერი, ნაზი და გამორჩეული გოგონა მაშინვე ვიცანი, სწორედ ასეთად წარმომედგინა. საოცრად ნიჭიერი მოცეკვავე საკმაოდ სასიამოვნო მოსაუბრეც გამოდგა და ინტერვიუც ვფიქრობ გულახდილი, თავისუფალი და რაღაცნაირად „ყველასი“ გამოვიდა.

-ქეთუსია, მოგვიყევი შენი წარმატების შესახებ, რა მოხდა   პარიზში?

-წელს კარიერული თვალსაზრისით,ნაყოფიერი წელი მქონდა ,რაც მოხდა კარგი და საინტერესო გერმანიაში ბერლინში ეკო არტ ფესტივალზე, ჩემი სოლო ქორეოგრაფიული ნამუშევარი იყო  აბსტრაქტი „წითელი ჩიტი“.

მოგეხსენებათ ბერლინი არის,ევროპაში კულტურული ცენტრი,ამ მხრივ ის მნიშვნელოვანი ქალაქია,ძალიან გამიხარდა როცა შევიტყვე რომ მოვხვდი 20საუკეთესო ქონთემფორარის მოცეკვავეს შორის

თითოული ჩვენთაგანი წარმოადგენდა საკუთარ ქვეყანას, მაგალითად, იყვნენ გერმანია,საფრანგეთი,აშშ და მათ შორის  პირველად ამ ფესტივალზე ვიყავით ჩვენც, საქართველოს სახელით, ეს ერთი ორად ზრდიდა ჩემს პასუხისმგებლობას და ღელვას, საკუთარი ქვეყნის წინაშე,რათა ღირსეულად წარმედგინა ის ამ ფესტივალზე.ყოველდღიურად  მუშაობა  მიწევდა ევროპისა და ამერიკის წამყვან დასებთან სხვადასხვა დადგმებზე და კონცეფციაზე. თითოეულ ჩვენგანს მოგვცეს დავალება და მე გადავწყვიტე გამეკეთებინა ჩემი პერსონალური ქორეოგრაფიული ნამუშევარი, ლეგენდარული გია ყანჩელის „ჰერიო ბიჭებოს“ მიხედვით  და ეს ნამუშევარი მივუძღვენი ქართელი ქალის ფენომენს, მის სიძლიერეს და კდევამოსილებას ,ამ დადგმით მინდოდა მიმეწვდინა ხმა მსოფლიოსთვის, ჩვენი ლამაზი ქვეყნის სახელით.

-სანამ შეგხვდებოდი, ცოტა რამ გავიგე შენს შესახებ და რატომღაც ასე დავინახე, რომ ყველგან, სადაც კი იყავი, თუნდაც პარიზის ცეკვის აკადემიაში, ბერლინში  იყავი არა მხოლოდ მოცეკვავე, არამედ საქართველოს მოქალაქე, ცდილობდი მუდამ ჩვენს ქვეყანახე გაგემახვილებინა აქცენტი.

-ვცდილობდი (იღიმის) მოვუყევი ყველას, თუ როგორი ლამაზია ჩვენი ქვეყანა, რომ აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ნახონ ქართული სტუმართმოყვარეობა.

-ცალკე მინდა გამოვყოთ პარიზის ცეკვის აკადემიაში გაკეთებული პერსონალური ნამუშევარი.

-ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა ჩემს კარიერაში პარიზის ცეკვის აკადემიამ ამირჩია მსოფლიო მასშტაბით 100 არჩეული ქონთემფორარის მოცეკვავიდან ტოპ-20, რომელიც მიგვიწვიეს პარიზში ამ პროეტში მონაწილეობის მისაღებად. პარიზის ცეკვის აკადემიაში უნდა გამეკეთებინა ჩემი პერსონალური ნამუშევარი, რომლის მიზანიც იყო გადმომეცა ჩემი პირადი ემოციები და ფიქრები ქონთემფორარის ჟანრის საშუალებით, გადავწყვიტე გადმომეცა ჩემი გულიდან წამოსული ემოცია ქართველ ქალზე – ძლიერზე, მებრძოლზე, დაღლილზე, სევდიანზე, დედაზე, ცოლზე, დაზე! ქალებზე, რომლებიც გმირულად აცილებდნენ ომში ვაჟკაცებს, რომლებიც აკვნიდანვე უნერგავდნენ სამშობლოს სიყვარულს და რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე ატარებდნენ ძლიერ ტკივილს. მოვყევი ქალებზე, ქალებზე საქართველოდან, რომლებმაც შეძლეს და შეინარჩუნეს ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა.
აქ, ასე შორს ჩემი ქვეყნიდან ვერ გადმოვცემდი სხვა ვერანაირ ემოციას იმიტომ, რომ მინდოდა მომეყოლა გმირებზე. ჩემთვის კი ქართველი ქალები ნამდვილი გმირები არიან!

-რა არის ქეთუსიასთვის ცეკვა?

-ცეკვა არის ჩემი სულის ამოძახილი,ეს არის მოძრაობათა კასკადი,რომელიც გამოხატავს შენს ყველაზე ძლიერ ემოციას,რასაც სიტყვით  ვერ გამოხატავ, გამოხატავ ცეკვით.

-რატომ ცეკვა და არა სხვა პროფესია?

6 წლის ვიყავი როცა ვნახე სპექტაკლი „მაკნატუნა“, რამაც  ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა,მას მერე მინდოდა მთელი ჩემი ცხოვრება მიმეძღვნა ხელოვნებისთვის და შემდეგ ჩავაბარე საბალეტო სასწავლებელში. ამაყი ვარ იმით, რომ გამოვიარე ნინა დიდებულიძის სკოლა და შემდეგ ნინო ანანიაშვილმა მიმიღო დასში,სხვადასხვა მიზეზების გამო ავიღე პაუზა და ამის შემდეგ მივხვდი, რომ ცეკვის გარეშე უბრალოდ არსებობა არ შემეძლო.

-რა მომავალი აქვს ამ ჟანრს საქართველოში?

-ვფიქრობ დიდი მომავალი აქვს ამ ჟანრს საქართველოში,რადგან ძალიან საინტერესო და დიდი პოტენციალის მქონეა, ასევე ძალიან ტრენდულია. ჩვენი სტუდიის ძირითადი მიმართულებაც ქონტერ ფორარია სხვა ჟანრებთან ერთად,მე ძალიან ვამაყობ ჩვენი სტუდიის ბავშვებით, არიან ძალიან ნიჭიერები და რაც მთავარია მოტივირებულები,ძალიან მინდა აღვზარდო ისეთი თაობა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ამ ჟანრის პროფესიონალებს.

-საოცნებო დუეტი?

-ყველა ცეკვაში მყავს კონკრეტული კუმირი, მაგრამ ამ მიმართულების ერთ-ერთი ლეგენდაა პინა ბაოში, იგი საოცარი მოცეკვავეა,ასევე ძალიან კარგი ქორეოგრაფია ს.სკოტი, თუ მექნებოდა ოდესმე შასნი რომ მასთან  მეცეკვა, ვიქნები ძალიან ბედნიერი და ამაყი. ასევე ტრევის ვოლი (Travis Wall)

-რომ არა მოცეკვავე,პროფესიით ვინ იქნებოდი.

-არავინ სხვა,ჩემს თავს ხელოვნების გარეშე ვერ ვხედავ.

-რას ეტყვი დამწყებ მოცეკვავეებს?

არასოდეს შეჩერდნენ,ალბათ პირველ რიგში ამას ვურჩევდი,გზად ბევრი წარმატება და წარუმატებლობა დახვდებათ, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ ეს ამ პროფესიის ჩვეულებრივი რუტინაა,თუმცა ამ სიძნელეების მიუხედავად გაჩერება არც იფიქრონ და ზუსტად მაშინ უნდა გააგრძელონ ცეკვა როცა ფიქრობენ, რომ უნდა გაჩერდნენ, მინდა ეს ჟანრი საქართველოში უფრო განვითარდეს, პოპულარული გახდეს და უფრო მეტმა შეიტყოს ამ ჟანრის შესახებ.

-რა გავლენა მოახდინა შენს ცხოვრებაზე და კარიერაზე პროექტმა „შენ შეგიძლია ცეკვა“?

-ეს ჩემთვის მნიშვენელოვანი პროექტი იყო, მნიშვნელოვნად განმავითარა, მასწავლა კამერებთან მუშაობა, ასევე წამებში ნასწავლი და დადგმული ცეკვები- აბსოლიტურად ყველა ფორსმაჟორითვის უნდა ყოფილიყავი მზად, არ აქვს მნიშვნელობა რაიმე პროექტში რამდენად დიდ წარმატებას მიაღწევ, მსგავსი კონკურსები გზრდიან და გასწავლიან რაღაც იმაც, რაც აქამდე არ იცოდი, ვფიქრობ აუცილებელია მსგავი პროექტების არსებობა და მონაწილეობის მიღებაც აუცილებელია.

-ქეთუსია მოგვიყევი შენი სტუდიის შესახებ?

სამი წელია რაც სტუდია ‘ქეთუსია დენს ენდ მორ’ ფუნქციონირებს და იღებს მოცეკვავეებს,ძირითადი მიმდინარეობაა ქონთემფორარი (Contemporary), ასევე შესაძლებლობა ეძლევათ ისეთ  მოცეკვავეებს, ვისაც არ სურთ პროფესიულად  დაეუფლონ ცეკვას და სურთ სამოყვარულო ჯგუფებში ისწავლონ, გვაქვს ბალეტის კლასიც, არც ერთი ჟანრის შესწავლა არ უშლის ხელს ერთმანეთს ,პირიქით ეხმარება და მაქიმალურად ავითარებს მოცეკვავის კოორდინაციას და სხვადასხვა შესაძლებლობებს.

-რა მეთოდით ასწავლით ცეკვას სტუდიაში?

-ჩვენ ვაკეთებს ვიდეო ნამუშევრებს ,აქტიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ ბერლინის ერთ- ერთ წამყვან ქონთენ ფორარის სკოლასთან,ასევე ვცდილობთ მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ფესტივალებზე ,ერთ -ერთი გასვლის დროს როდესაც ვიმყოფებოდით გერმანიაში,ვაჩვენე ჩვენი ნამუშევარები, ასევე მოვუყევი ჩვენი სტუდიის შესახებ  ძალიან მოეწონათ და დადებითი შეფასებაც მივიღეთ.

რა თქმა უნდა თქვა ყველაფერი ერთ ინტერვიუში წარმოუდგენელია, მაგრამ აქვე ქეთუსიას პირობა ჩამოვართვით, რომ კიდევ იქნება ჩვენი სტუმარი, იქამდე კი ჩვენ, რა თქმა უნდა ჩვენს მკითხველთან ერთად ვეწვევით ‘ქეთუსია დენს ენდ მორ”-ს და სტუდიურ ცხოვრებასაც გავეცნობით.

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...