Home » მთავარი » “ბავშვის უფლებათა კოდექსი მიღწევა და ახალი სტანდარტია საკანონმდებლო სფეროში“

“ბავშვის უფლებათა კოდექსი მიღწევა და ახალი სტანდარტია საკანონმდებლო სფეროში“

არჩილ თალაკვაძემ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ რეგიონალური საინფორმაციო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„ჩვენ საზოგადოებას მცირე ხნის წინ წარვუდგინეთ პარლამენტის ათი მთავარი სამუშაო საკითხი, ათი გამოწვევა, რომელსაც პარლამენტმა უნდა უპასუხოს საშემოდგომო სესიაზე. ერთერთი ამ ათიდან იყო ბავშვის უფლებები, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია პრიორიტეტულად და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით, პარლამენტს შეუძლია შექმნას უფრო უკეთესი კანონმდებლობა და უფრო მეტ შედეგებს მიაღწიოს“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ რეგიონალური საინფორმაციო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც  კოდექსის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბავშვის უფლებათა კოდექსი ქმნის თვისობრივად ახალ გარანტიებს ბავშვის, მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. „თუ როგორ გარემოში იზრდებიან ბავშვები, როგორ განათლებას იღებენ ისინი,  როგორ ვეხმარებით მათ განვითარებაში და როგორ ვიცავთ სიღარიბისგან, ძალადობისგან, დისკრიმინაციისგან,  მნიშვნელოვანწილად განაპირობებს იმას, თუ როგორი მოქალაქეები იქნებიან, როგორ სახელმწიფოს, როგორ საზოგადოებას ააშენებენ და შექმნიან ისინი მომავალში. ამიტომ, ეს საქმე არის გასაკეთებელი დღეს და პარლამენტი მუშაობს ამ მიმართულებით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივას  კოდექსის რეგიონებში, მოსახლეობის ჩართულობით განხილვის შესახებ. მისი თქმით, მოქალაქეების ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რათა განისაზღვროს თუ რა სიახლეები შემოაქვს კოდექსს და რა არის ის პრაქტიკული ინსტრუმენტები და პროგრამები, რომელიც შეიძლება თვითმმართველობებმა დანერგონ ამ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. არჩილ თალაკვაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი აგრძელებს ათ მთავარ გამოწვევაზე მუშაობას და საშემოდგომო სესიის განმავლობაში საზოგადოებას გააცნობს იმ შედეგებს და ღონისძიებებს, რომელსაც ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს პარლამენტი გააკეთებს.

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...