ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა

ნანახია: 377 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდს უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ხაზი გაუსვეს და მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრას ახლადდანიშნული ატაშეც დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა პოლკოვნიკ ებადოლა მოხთარ ნეყაბადის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატება უსურვა. Facebook Comments