Home » მთავარი » არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი თავდაცვის სამინისტროში

არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი თავდაცვის სამინისტროში

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში, ისა ალბაშა ალნოაიმს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა თავდაცვის მინისტრმა უკრაინის ელჩს უმასპინძლა და შემდგომ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

ურთიერთობის სამომავლო გეგმები უკრაინასთან

Facebook Comments
x

Check Also

მინისტრი შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზაზე იმყოფებოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა ბაზის ტერიტორიაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებები, საზენიტო – სარაკეტო კომპლექსები, საფრენი ...