Home » მთავარი » აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების თეატრი 87-ე სეზონს ხსნის

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების თეატრი 87-ე სეზონს ხსნის

ანა ბარნაბიშვილი

იმ მშვენიერ და მომხიბვლელ სამყაროს, რომელსაც თეატრს უწოდებენ, ბავშვობიდანვე ვეზიარებით… თეატრის ფარდის გახსნა ცხოვრების კარის გახსნას ჰგავს… გაიხსნება ფარდა და ჩვენ წინაშე წარმოსდგება სინამდვილის მხატვრული მოდელი, ამოძრავებული, ცოცხალი, თითქმის  ზუსტად ისეთი, როგორიც არსებობს, როგორიც შეიძლებოდა სინამდვილეში ყოფილიყო… სცენაზე მომხდარი ამბები იმდენად ჰგავს  ყოველდღიური ცხოვრების სურათებს, რომ მის გასაგებად და ასათვისებლად საკუთარ თავზე დიდი ძალისხმევა არ გვჭირდება…

თეატრი ცხოვრების სარკეაო,  გვასწავლიდა დიდი ილია… მართლაც, სინამდვილის პოეტური, სცენური ორეული ერთი პირველთაგანია მათ შორის, ვინც გზას უკვალავს ადამანს და წინ მიუძღვის ცხოვრების რთულ ლაბირინთებში… ადამიანს ავისა და კარგის, კეთილისა და ბოროტის გასარჩევად, მის ერთგულ მრჩევლად, ჭკუისა და გონების დამრიგებლად თეატრიც ეხმარება… ხელოვნების დარგებიდან თეატრი ყველაზე გასაგებ, ყველაზე მისაწვდომ ენაზე მართავს საუბარს ადამიანებთან… ამიტომაცაა, რომ ცხოვრების დედა ენის, ხელოვნების ანბანის, სილამაზისა თუ მშვენიერების ერთ-ერთ პირველწყაროდ თეატრიც მიიჩნევა…

ჩვენ ხშირად ვწვევივართ თეატრებს, ვეცნობით ახალ დადგმებს, პიესებს, მსახიობებს, რეჟისორის ნამუშევარს, ვიხიბლებით წარმოდგენის მუსიკალური გაფორმებით,მხატვარ დეკორატორის ხელოვნებით, ქორეოგრაფიით და სცენაზე მომხდარი ამბებით, თუმცა იშვიათად გვიფიქრია ალბათ იმაზე თუ რამდენი შრომა და დაბრკოლების გადალახვა მოუწია რეჟისორსა და მსახიობებს ამ ყველაფრის მისაღწევად…

საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი, ს. ახმეტელის სახ. პრიზის მფლობელი აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების თეატრი 87-ე სეზონის გახსნას 16 ოქტომბერს 19 საათზე კობა ცხაკაიას “საქონდაქრეს” მიხედვით დადგმული სპექტაკლით „საშლელით“ ხსნის.

რეჟისორი 30 წლის მსახიობი კახა იაკობიძეა, რომელიც მრავალი წელია  თეატრალურ სამყაროში მოღვაწეობს… მას 30 როლი აქვს მორგებული და 4 სპექტაკლი დადგმული…

სპექტაკლში აღწერილია ერთი ოჯახის ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ იძულებით აღმოჩდნენ თბილისში, უცხო ქალაქში და უცხო გარემოში, სადაც საკუთარ თავს ვეღარ პოულობენ… ცდილობენ ფეხი აუწყონ ახალ ცხოვრებას, ახალ გამოწვევებს, ახალ ნაცნობებს მაგრამ წარსულისგან ვერ იხსნიან თავს და ერთ წრეზე ტრიალებენ… ამ ოჯახში არის ერთი დიდი და საშინელი საიდუმლო რომელსაც მაყურებელი სპექტაკლის ბოლოს გაიგებს…

როგორც რეჟისორმა აღნიშნა ამ სპექტაკლის დადგმაზე ბევრი არ უფიქრია: „ ასეთი ოჯახები ძალიან ბევრია სამწუხაროდ ჩვენს ირგვლივ… ვფიქრობ ხშირად უნდა შევეხოთ ოკუპაციის თემას და თითოეულმა ჩვენგანმა რითიც შეგვიძლა უნდა გამოვთქვათ ჩვენი პროტესტი და დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ.“

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...