Home » მთავარი » “მაშინ სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის მიწისქვეშ გადასასვლელში უნივერსიტეტის გახსნა…”

“მაშინ სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის მიწისქვეშ გადასასვლელში უნივერსიტეტის გახსნა…”

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ საკუთარ დიპლომთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წლების წინ, როდესაც მან აღნიშნული საბუთი  სახელმწიფო უწყებაში წარადგინა და კონკურსში მონაწილეობა მიიღო, მაშინ დოკუმენტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შექმნია. თადუმაძის თქმით, იმ პერიოდში მოქმედი კონონმდებლობით, სწორედ ისეთი დიპლომი გაიცემოდა, როგორიც მას აქვს.

-მე ვერ ავიღებ ჩემს თავზე, 90-იანი წლების განათლების სისტემას, მე შემიძლია ვისაუბრო ჩემს დიპლომზე, მე შემიძლია ვისაუბრო სამართლებრივ შემადგენლობებზე და კითხვებზე, შემიძლია ვისაუბრო პროკურატურაზე, შემიძლია ვისაუბრო სასამართლოზე. ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ესეთ ქვეყანაში დავიბადე, ესეთი განათლების სისტემა იყო. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ შალა თადუმაძეს არ ჰქონდა ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა ამ ფორმით. არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ არ მაინტერესებს სად იყო გახსნილი, სადაც იყო გახსნილი, სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის მიწისქვეშ გადასასვლელში უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. ეს არის ის შემთხვევა, ჯერ ერთი, რომ გენერალური პროკურორი თავს აძლევს უფლებას ამ ფორმატში გამოვიდეს საზოგადოების წინაშე და ყველაზე კრიტიკულ კითხვებს გასცეს პასუხი, ისე, რომ გენერალურ პროკურორს საკანონმდებლო რეგულაციებით აღნიშნულის ვალდებულება არ გააჩნია, მაგრამ ამ ფორმატში, მე ვალდებული ვარ როგორც კანდიდატი გამოვიდე და ვისაუბრო ყველა თემაზე და მეორე, გაიხსენეთ შემთხვევები, რომელ დეპუტატს შეეძლო მოქმედი გენერალური პროკურორისთვის ისეთი შეურაცხყოფები მიეყენებინა, რომელიც მე აქ მოვითმინე და ეს თმენის ვალდებულება, მე მგონი ჩემს დადებით მხარეზე მეტყველებს,“ – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“განაჩენი გამოტანილია – ამით ვერ შეაშინებთ ვერავის! პირიქით!”

18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეების ნაწილის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: ზუკა ბერძენიშვილი – ...