Home » მთავარი » “უნდა შეაჩეროთ გენერალური პროკურორის უფლებამოსილება…”

“უნდა შეაჩეროთ გენერალური პროკურორის უფლებამოსილება…”

გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს არაერთხელ მოუწია ტავის დიპლომზე განცხადების გაკეთება.

ლევან თადუმაძეს პარლამენტის წევრმა, გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან  კობერიძემ მიმართა და შესთავაზა, ვიდრე დიპლომთან დაკავშირებული საკითხი ბოლომდე არ გაირკვევა, გენერალური პროკურორის უფლებამოსილება შეიჩეროს. როგორც კობერიძემ აღნიშნა, საკითხის სრულყოფილად მოკვლევისთვის პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

“სასწრაფო წესით, თქვენ დროებით ან თქვენი სურვილით, უნდა შეაჩეროთ გენერალური პროკურორის უფლებამოსილება. საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას პარლამენტში, ეს საკითხი უნდა ამოიწუროს და შემდგომ უნდა გაგრძელდეს პროცესი. იმიტომ, რომ სხვა ნებისმიერი პროცესი, მე პირადად მიმაჩნია არასერიოზულად და მიმაჩნია დამაზიანებლად იმ ინსტიტუციისათვის, რომელშიც თქვენ გინდათ, რომ არჩეული იყოთ უვადო მოსამართლედ,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

პანკისში სექსუალური ძალადობის ბრალდებით შშმ პირი დააკავეს

პოლიციამ პანკისში, სოფელ ბირკიანში მცხოვრები შშმ პირი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით დააკავა. სასამართლომ მას ...