Home » მთავარი » „თემქა არა, ზღვისუბანი…ადგილობრივებსაც ასე სურთ…“

„თემქა არა, ზღვისუბანი…ადგილობრივებსაც ასე სურთ…“

ჯერ კიდევ მაისში თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით დაიწყო,,ზღვისუბნის’’ პოპულარიზაციის კამპანია, რომელიც ითვალისწინებს საზოგადეობაში „თემქის“სახელწოდებისნაცვლად „ზღვისუბნის“ სახელით დამკვიდრებას.

,,ზღვისუბნის’’ პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო

 

კამპანიის დაწყებიდან დღე არ გავა თამარ ტარიაშვილი არ ზრუნავდეს და არ ცდილობდეს „ზღვისუბნის“ პოპულარიზაციას და სწორედ ამიტომ არის, რომ ყოველთვის რეაგირებს მისი სამაჟორიტარო უნნის თემქად მოხსენიენაზე.

ახლაც, ტელეკომპანია იმედს მან საჯაროდ მიმართა:

-ImediTV მეგობრებო, “თემქა” არის ქარხნის სახელწოდების აბრევიატურა: თბილისის ელმავალ მშენებელი ქარხანა. 1999 წლიდან ამ მწვანე, თბილისის ზღვის ფერდზე შეფენილ დასახლებას ოფიციალურად “ზღვისუბანი” ეწოდება. ის ინფრასტრუქტურული, რეკრეაციული თუ კულტურულ-სოციალური პროგრამები და პროექტები რომელსაც ვახორციელებთ ნამდვილად ამართლებს ამ დასახლების ახალ პოზიციონირებას, რებრენდინგს. რაც მთავარია, ადგილობრივებს აღარ სურთ ქარხნის სახელი ერქვას მათ სახლს, მოსწონთ ზღვისუბანი. შეგვიწყეთ ხელი. იმიჯი ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანი თემაა.

Facebook Comments
x

Check Also

“ჩვენი მხარდაჭერით არის არჩეული, თუმცა „ოცნების“ შემადგენელი ნაწილი არ არის…

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ ...