Home » მთავარი » „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 10 მთავარი პროგრამის პრეზენტაცია აჭარიდან დაიწყო

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 10 მთავარი პროგრამის პრეზენტაცია აჭარიდან დაიწყო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 10 მთავარი პროგრამის პრეზენტაცია აჭარიდან დაიწყო.

კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, კოდექსის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამები ქობულეთის, ბათუმის და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოქალაქეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ოჯახის გაძლიერების, განათლების, ჯანდაცვის და ძალადობის პრევენციის პროგრამების მიმართ.

სოფო კილაძის განცხადებით: „ჩვენი საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს არა მარტო მოქალაქეების ინფორმირებას კოდექსის შესახებ, არამედ მათ ჩართულობას პროგრამების შერჩევაში, რადგან ადგილობრივებზე უკეთ არავინ იცის რა საჭიროებები აქვთ მათ მუნიციპალიტეტებში. ჩვენ, ეს კამპანია აჭარიდან დავიწყეთ და მთელს საქართველოს მოვივლით. თითოეულ რეგიონს ვკითხავთ, რომელი პროგრამებია მათთვის უპირატესი“.

შეხვედრის დასასრულს, მოქალაქეებმა სპეციალური კითხვარი შეავსეს, სადაც 10 მთავარი პროგრამიდან, რამდენიმე მათთვის სასურველი სერვისი შეარჩიეს.​

Facebook Comments
x

Check Also

„ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია“

„ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ...