Home » მთავარი » სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და
სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა

მცხეთობა – სვეტიცხოვლობა

ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

ტოპონიმიკისა და სიწმინდის მფლობელობის გამო მეორე იერუსალიმად წოდებული მცხეთა, 7 სვეტზე აგებული და ამით სოლომონის ტაძარს მიმსგავსებული სვეტიცხოველი, კვართი უფლისა და წმინდა სვეტი სახისმეტყველებად აღძრავს ქართველებს. ჩვენც ერთ პარალელს გავავლებთ: სოლომონისეული ტაძრის ნანგრევებიდან ამოვარდნილმა ცეცხლმა დაწვა იულიანე განდგომილის მიერ ღვთის ნების წინააღმდეგ ტაძრის ასაგებად გაგზავნილი მუშები. იქიდან, საიდანაც ადრე მირონი მოედინებოდა, უფალმა ცეცხლი ამოაფრქვია. ამიტომაც გვეშინოდეს სვეტი-ცხოველთან უკრძალველად მიახლებისა, განსაკუთრებით – კვართის დღესასწაულზე, გვეშინოდეს და შევიქმნათ იმ „საზეპურო ერად“, რომელსაც უფალი, ნიშნად დიდი წყალობისა, სვეტი-ცხოველის ძირიდან აღმოუცენებს და უწყაროებს „მირონსა, ვითარცა ღმერთმყოფელსა და ნათელმყოფელსა“.

Facebook Comments
x

Check Also

“მთავარის” დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

ნიკა გვარამია -ჩვენი დამფუძნებელი Giorgi Rurua ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით. აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ...