Home » მთავარი » პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა.

აშშ დან კიევში , კიევიდან ყაზახეთში მიიწვიეს , ყველა მისი გამოსვლა , ნებისმიერი ქვეყნის სცენაზე მაყურებლის აღფრთოვანებითა და კონცერტები ანშლაგით მთავრდება . მიწვევები მსოფლიოდან კი გრძელდება . გულშემატკივრები მას დიდი სიყვარულით ყველგან ელიან , თუმცა ყველაზე დიდი სიყვარულით აქ დახვდნენ სადაც ის ყველა კონცერტის შემდეგ ოჯახთან ერთად მიდის .

ალექსანდრეს დედა პატარა ვირტუოზს ყველა სურვილის შესრილებაში გვერდში უდგას , მან იცის რა აბედნიერებს პატარებს და ალექსანდესთან ერთად ცდილობს მათ გახარებას , ის მთავარი მრჩეველია მისთვის . დედა – შვილის მთავარი გზავნილი სიყვარულია . გულომ უზარმაზარი ტორტი შეუკვეთა ბავშვთა სახლისთვის სადაც ყველა პატარას სახელი ეწერა . დედამ თავად იზრუნა საჩუქრების არჩევაში , როგორც ამბობს მან უკეთ იცის გოგოებსაც და ბიჭებსაც რა უფრო გაახარებდათ .

ალექსანდე ამბობს რომ ამ ოჯახურ ტრადიციას არასდროდ დაარღვევს .

,, ამერიკაში ემიგრანტი ქართველების მიერ ნაჩუქარი საჩუქრები ბავშვთა სახლში მცხოვრებ პატარებს გავუნაწილე, ცოტაც შევმატე 16 ბავშვი გავახარე . დედამიწაზე ასეთი უამრავი ბავშვია , მინდა ყველას ვუთხრა რომ სამყაროა ჩვენი დიდი სახლი , არაუშავს თუ ერთად ვერ ვახერხებთ ყოფნას , ჩემი მცირედი საჩუქრებით მე მათ ვეუბები რომ ამ ბავშვების ძმაც ვარ და ყოველთვის ერთად ვიქნებით სადაც არ უნდა ვიყო , როგორც მე დამეხმარნენ მეც ასევე დავეხმარები მათ , ეს ძალიან მცირედია მაგრამ მე უნდა მენახა ისინი ” .

როგორც პატარა ვირტუოზი ამბობს ყოველი ჰონორარიდან მათ გულებს ყოველთვის გაახარებს .

შეგახსენებთ , ალექსანდრემ რამდენიმე წლის წინ მშობლებს სთხოვა ოთხი და – ძმა ეშვილებინათ და დღეს ისინი მათ ოჯახში იზრდებიან , ხშირად ალექსანდრე კონკურსებსაც უტარებს მათ და სახელდახელოდ დაბეჭდილ დიპლომებს ურიგებს , რადან როგორც თავად ამბობს , მისი გამარჯვების სიხარული უნდა მათაც განაცდევინოს . მისი სახლში დაბრუნება კი ცალკე ზეიმია როგორც ოჯახისთვის ასევე იმ კუთხისთვის, სადაც ალექსანდრეს დიდი სიყვარულით ხვდებიან .

Facebook Comments
x

Check Also

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიჰყავს. სხდომას უმრავლესობის წევრები ესწრებიან. საუბარი ...