Home » ემიგრანტები » ევროპის ქვეყნებში „ემიგრანტის სახლის“ წარმომადგენლები შეირჩა

ევროპის ქვეყნებში „ემიგრანტის სახლის“ წარმომადგენლები შეირჩა

ინფორმაცია მოგვაწოდა ემიგრანტის სახლის დამფუძნებელმა ქალბატონებმა დარეჯან ღამბაშიძემ (ათენი) და ანა ბალამწარაშვილმა (ბელგია)

როგორც ცნობილია 2017 წელს ემიგრანტის სახლი დაარსდა ქ. თბილისში, აღმაშენებლის ქ. 172. ასევე 2019 წელს “ემიგრანტის სახლი” დავარეგისტრირეთ რუსთავის აკადემიურ ქალაქში, ,რომელის წარმომადგენელია პროფესორი და აკადემიკოსი ბატონი გარი ჩაფიძე. ჩვენს იდეას იზიარებს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები,ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩვენი თანამემამულეები, ამიტომაც გადავწყვიტეთ ყველა ქვეყანაში გვყავდეს ემიგრანტის სახლის წარმომადგენლები და მათთან შეთანხმებით მოხდეს მათი არჩევა, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში იმუშავებენ, როგორც ქართულ ემიგრაციასა დიასპორაზე, ასევე  იქ მყოფ ყველა ქვეყნის დიასპორულ ორგანიზაციებთან. მივიღეთ თანხმობა ბელგიიდან , რუსეთიდან, კანადიდან, ამერიკიდან,პირველი პოსტი დადო ბელგიის ემიგრანტმა, ეთერ მახარაძემ დღეს კი სატელეფონო საუბარი გვქონდა ფერეიდანელ საიდ მულიანთან,” სიხარულით ვიღებ თქვენს წინადადებას,ჩემთვის დიდი პატივია ვიყო, თქვენი წარმომადგენელი ფერეიდანში,საინტერესო და წინ გადადგმული ნაბიჯია ემიგრაციისათვის ემიგრანტის სახლების შექმნა. ჩვენ მოგვეცემა შანსი, ერთობლივად გავიზიაროთ, ჩვენი წამოჭრილი საკითხები, ვიმუშაოთ მათი შეძლებისდაგვარად გადაჭრისათვის. ერთად შევქმნათ საინტერესო ღონისძიებები და გავძლიერდეთ ემიგრაციაში. ასევე რუსეთში არჩეული ალექსი ბერიაშვილი გამოგვეხმაურა ველოდებით სხვა არჩეული წარმომადგენლების გამოხმაურებასაც.

.გამარჯობათ ძვირასო მეგობრებო! მინდა საკმაოდ კარგი ამბავი გაუწყოთ, ქალბატონი დარეჯან ღამბაშიძე და ანა ბალამწარიშვილი ისეთივე ემიგრანტები არიან როგორც ჩვენ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ეს ქალბატონები საკმაოდ დიდ სასიკეთო საქმეს აკეთებენ როგორც ქართველი ემიგრანტებისათვის, ასევე საქართველოსთვის. მათ მიერ 2017 წელს საქართველოში ქ. თბილისში დაარსდა ემიგრანტთა სახლი, შემდეგ 2019 წელს ემიგრანტის სახლი დარეგისტრირდა ქ. რუსთავში. ეს იდეა გაიზიარეს სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებმაც და სურვილი გამოთქვეს ყველა ქვეყანაში შეიქმნას ემიგრანტის სახლი და არჩეულ იქნას მათი წარმომადგენელი. მინდა გითხრათ, რომ მხვდა წილად ბედნიერება და ქალბატონმა დარეჯან ღამბაშიძემ და ანა ბალამწარიშვილმა ამირჩიეს ” ემიგრანტის სახლის ” წარმომადგენლად რუსეთში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ ქალბატონებს ასეთი ნდობისთვის და კველა იმ სასიკეთო საქმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ. თუ ყველა გავერთიანდებით მაშინ მართლა შევძლებთ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებას!

ნუნუ ღურჭუმელაძე კანადა

წარმატებები და წინსვლა ამ იდეას რომელიც 2017 წლიდან დაფიქსირდა და ახალ აქტიურ ფაზაში შედის. მე მერგო პატივი განვახორციელო ეს იდეა კანადაში და ვეცდები გავამართლო ეს პატივი.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

კამელინის გამოყენებით სავსებით შესაძლებელია მალიგნიზაციის თავიდან აცილება

პრეპარატი კამელინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს ან სხვა გვერდით მოვლენა. პრეპარატი ...