Home » მთავარი » ბრძოლა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გრძელდება

ბრძოლა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გრძელდება

ბრძოლა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გრძელდება. ტელეკომპანიის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე წილის 60%-ის დასაბრუნებლად დღეს სასამართლოს მიმართავენ.

საქმეში მთავარი მოპასუხე ქიბარ ხალვაშია. მოსარჩელე მხარის ადვოკატის, კახა კოჟორიძის თქმით, მოპასუხე მხარედ წარმოადგენილია პაატა კარსანიძეც, რომელმაც 2004 წელს “რუსთავი 2”-ის საკონტროლო პაკეტი იყიდა და იმავე დღეს ქიბარ ხალვაშს დაუთმო.

ბრძოლის რა სტრატეგია აქვთ არჩეული – დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და კახა კოჟორიძე დეტალებზე საუბარს დღეს ბრიფინგზე გეგმავენ.

წყარო: რუსთავი 2

Facebook Comments
x

Check Also

“სრულად მაჟორიტარული სისტემა პარლამენტში  მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს”

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სრულად ...