Home » მთავარი » მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე

მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება უკვე არავის უკვირს. ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი ამჯერადაც სიმონ ნოზაძესა და გიგა ბოკერიას შორის.

ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების”  თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ ტრიბუნაზე გამოსვლისას ყოფილი ხელისუფლების 9 წლიან მმართველობაზე ისაუბრა და “”ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპულ საქართველოს” შორის არსებულ დაპირისპირებას შეთანხმებული და დაგეგმილი უწოდა. მან ასევე ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ დასაძრახად არ მიაჩნია თუ ამ ორი ქვეყნის დეპუტატები ერთმანეთს შეხვდებიან.

ნოზაძის გამოსვლის შემდეგ, გიგა ბოკერიამ არ დააყოვნა და “ქართულ ოცნებას” მიმართა, დაეზუსტებინათ დეპუტატი უმრავლესობის სახელით გამოდიოდა თუ არა:

“ვერ გავიგე ზუსტად ვისი სახელით გამოდიოდა საბჭოთა საოკუპაციო უშიშროების ყოფილი გენერალი, ბოდიში პოლკოვნიკი,  უმრავლესობის თუ თავისი ფრაქციის, თუ უმრავლესობის სახელით არ იყო, ვთხოვ უმრავლესობას დააფიქსიროს, ამ პოზიციას იზიარებს თუ არა,”- განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას განცხადებას პარლამენტის დარბაზში ხმაური მოყვა, მას რამდენიმე დეპუტატმა მოუწოდა, რომ წარსულს პატივი უნდა სცეს და ამ კონტექსტში მისი მშობლებიც ახსენებს. ბოკერიას თქმით, საბჭოთა წარსულის პატივისცემა და მშობლების პატივისცემა ერთმანეთთან კავშირში არაა.

“ჩვენ შორის, ვინც რუსეთის დავალებას ასრულებდა იმას მოეკითხოს მშობლები,”- მიმართა ბოკერიამ ნოზაძეს.

საბოლოოდ ბოკერიას ვიცე-სპიკერის მითითებით მანდატურებმა დარბაზი დაატოვებინეს.

Facebook Comments
x

Check Also

“ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი – “ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს. ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ...